გერმანული ენის ისტორია შეისწავლის გერმანული ენის განვითარებას გერმანელი ხალხის განვითარებასა და ისტორიასთან მჭიდრო კავშირში. გერმანული ენის ისტორია გერმანისტიკის ნაწილია, იგი ენას დიაქრონულ-სინქრონულ ასპექტში შეისწავლის, მაგრამ ენისადმი დიაქრონული მიდგომა წამყვანია ენის ისტორიაში. აღწერს რა ენის სინქრონულ ჭრილებს, მათი შედარების საფუძველზე (დიაქრონია) იგი ადგენს ენის განვითარებისა და ცვალებადობის კანონზომიერებებს. შესაბამისად, გერმანული ენის ისტორიის საგანია ამ ენის ჩამოყალიბების პროცესი, მისი განვითარების კანონზომიერებები, ენის ფონეტიკური და გრამატიკული სისტემების, გერმანული ენის ლექსიკური მარაგის ჩამოყალიბება და ცვლილება, გერმანული ენის სტილური სისტემები. მისი კვლევის საგანია, ერთი მხრივ, ენობრივი სისტემის მუდმივი მახასიათებლები, მეორე მხრივ, ენის ცვალებადობის დინამიკა და ძირითადი ტენდენციები, ასევე გერმანული ენის არსებობის ფორმები, სოციალურ-ისტორიულად განპირობებული ცვალებადობა და თანამედროვე გერმანული ნაციონალური ენის ჩამოყალიბების პროცესი. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, ავხსნათ თანამდეროვე გერმანული ენის სტრუქტურა, კანონზომიერებები, უკეთესად გავიაზროთ ამ ენაზე შექმნილი ძეგლები, გერმანელი ხალხის ისტორია და კულტურა.
- Teacher: ნანა კაპანაძე
