სასწავლო კურსის მიზანია: სიღრმისეულად შეასწავლოს თარგმანი, როგორც პროცესი და ძირითადი მთარგმნელობითი სტრატეგიები. განუვითაროს სათარგმნი ტექსტების ფუნქციურ-სტილისტური და ჟანრული თავისებურებების კრიტიკულად გააზრების უნარი, რათა წარმატებით გამოიყენოს ის როგორც თარგმანმცოდნეობით კვლევებში, ასევე პრაქტიკული მთარგმნელობითი პრობლემების გადასაჭრელად მთარგმნელის პროფესიული ქცევის, პროფესიული ეთიკის ნორმებისა და მორალური პრინციპების დაცვით.
