სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს დ/ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული ენის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის იტალიური ენის, როგორც მეორე ენის სწავლებას, ევროგაერთიანების “Quadro di riferimento europeo delle lingue”-ს მოთხოვნათა შესაბამისად (A1 დონე) კურსის ამოცანაა, რომ სტუდენტებმა შეიძინონ ენის გრამატიკული და ლექსიკური ბაზისური ცოდნა. გამოიმუშაონ ზეპირი მეტყველების და წერითი უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ იტალიური ენაზე წერა, კითხვა, თარგმნა იტალიურიდან მშობლიურ ენაზე და პირიქით. ასევე უნდა შეძლონ იტალიურ ენაზე არსებული სხვადასხვა ხასიათის მარტივი ტექსტების კითხვა და ანალიზი, ინფორმაციების თარგმნა და რეფერირება, საუბარი პროგრამით გათვალისწინებული სხვადახვა შინაარსის მარტივ თემებზე.
