კურსის მიზანია მაგისტრანტს მისცეს ღრმა, საფუძვლიანი და სისტემური ცოდნა დამწერლობათმცოდნეობისა და ხელნაწერმცოდნეობის დარგში. კომპარატივისტული ანალიზის გზით შუა საუკუნების ქრისტიანული აღმოსავლეთის კულტურულ კონტექსტში ქართული პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის ადგილის განსაზღვრა მაგისტრანტს საშუალებას მისცემს უკეთ გააცნობიეროს ქართული პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის ცალკეული პრობლემები და შეიმუშავონ ახალი იდეები მათს გადასჭრელად.
პრაქტიკულ ასპექტში კურსი მიზნად ისახავს, მაგისტრანტი სრულყოფილად დაეუფლოს ქართული დამწერლობის ძველ სახეობებს (ასომთავრული, ნუსხური და ადრეული მხედრული), შეიძინოს ქართული ანბანის ძველი სახეობებით დაწერილი წერილობითი ძეგლების (ხელნაწერების) წაკითხვის, გაგებისა და გაანალიზების უნარი და ტექსტის გამოსაცემად მომზადებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ჩვევები, შეძლოს პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის სფეროში კვლევითი ხასიათის ნაშრომის დაგეგმვა, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.
- პროფესორი: Darejan Tvaltvadze
- პრაქტიკული: eka kvirkvelia
