გაწევრიანების პარამეტრები

წინამდებარე კურსს პირველად ვთავაზობთ გერმანული ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრებს.ის არ არის ინტეგრირებული ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. მისი შემოტანის აუცილებლობა განპირობებულია სინტაქსის თეორიის კვლევის განვითარების მაღალი დონით და ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი სხვადასხვა მიმდინარეობის ცოდნის აუცილებლობით. კურსი იკითხება გერმანულსა და ქართულ ენაზე შეჯრით (შესაბამისად ჯგუფის მომზადების დონისა) და რამდენიმე მიზანს ემსახურება

1) მისი პირდაპირი დანიშნულებაა, სწავლების რაკურსში მოაქციოს ხუთი სინტაქსური თეორია,რომლებიც ყალიბდებოდა ზოგადად ლინგვისტურ სივრცეში, მათ შორის გერმანულ არეალში, გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან მოყოლებული გარკვეულწილად როგორც ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული, მაგრამ არსებითდ როგორც ერთმანეთის შემავსებელი თეორიები, რამდენადაც თითოეული მათგანი ინდივიდუალური პოზიციიდან ესწრაფვოდა აღსაწერი ფენომენის მაქსიმალურად ადეკვატური სურათის შექმნას. ესენია:წინადადების ველებად დაყოფის თეორია (das Stellungfeldmodell) ; ვალენტობის თეორია (die Valenztheorie) ; გენერატიული გრამატიკა (die generative Grammatik); ფუნქციონალური გრამატიკა (die funktionale Grammatik) ; ოპტიმალობის თეორია (die Optimalisatstheorie)

2) წარმოაჩინოს ამ ფონზე გერმანული ლინგვისტური თეორიები, როგორც მსოფლიო ლინგვისტური აზროვნების პროცესის იმანენტური ნაწილი, ისევე როგორც მათი თავისებურებანი გერმანული ენის სპეციფიკის გათვალისწინებით

3)გამოუმუშაოს მაგისტრანტს უნარი ორიგინალურ ლინგვისტურ ლიტერატურაში დამოუკიდებლად წვდომისა, ურთიერთგამომრიცხავი თეორიების გაანალიზებისა და თითოეულ მათგანში რაციონალური მარცვლის დანახვისა. 

4)ჩამოუყალიბოს მაგისტრანტს დისციპლინათშორისი აზროვნების უნარი, კერძოდ, შესწავლილი თეორიებისა და კვლევის მეთოდების/ ტესტების განზოგადება და მათი გამოყენება-მისადაგება მშობლიური ენის , ასევე მისთვის ნაცნობი სხვა ენების მიმართ

Self enrolment (Student)
Self enrolment (Student)