სოციოლინგვისტიკა არის სოციოლოგიისა და ლინგვისტიკის მიჯნაზე მგდომი დისციპლინა. მან გერმანულ რეალობაში შეიძინა ინდივიდუალური შტრიხები, რის გამოც ეწოდა სახელი "გერმანისტული სოციოლინგვისტიკა". მისი შესწავლის ობიექტი ორი კომპონენტით არის წარმოდგენილი:
1) ის აღწერს გერმანული ენის, ერთი მხრივ, როგორც მშობლიურისა და მეორე მხრივ, როგორც უცხოური ენის გავრცელების არეალებს, მის მომხმარებლებს და მოხმარების ინდივიდუალობებს ენის ფუნქციურ დატვირთულობასთან მიმართებაში; წარმოაჩენს გერმანული ენის ვარიეტეტებს გერმანულენოვან ქვეყნებში; მის სახელმწიფოებრივ სტატუსს, ასევე მის სტატუსს საერთაშორისო ორგანიზაციებში
2) შეისწავლის სოციალურ გრადაციას/სოციალურ შკალირებას და მასთან დაკავშირებულ სოციოლექტებს, იდიოლექტებს, დიალექტებს; აღწერს ენობრივ კონფლიქტებს ინდივიდის სოციალურ გრადაციასთან და მის ენობრივ სოციალიზაციასთან მიმართებით; ასევე ოფიციალურ ინსიტუციებში წარმოქმნილ ენობრივ ბარიერს/ კონფლიქტების კლასიფიცირებასა და მათი პოტენციური გადალახვის შესაძლებლობას
- Teacher: მარინა ანდრაზაშვილი
