
კურსი შეისწავლის მსოფლიო ხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ძირითად ეტაპებს პრეისტორიული ხანიდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება ვიზუალური ხელოვნებისა და არქიტექტურის ძირიტადი ძეგლები და მოიცავს ფართო გეოგრაფიულ არეალს შორეული აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის ჩათვლით. სტუდენტები შეისწავლიან როგორც ნაწარლოების სტილისტურ, კომპოზიციურ და ტექნიკურ თავისებურებებს, ასევე ზოგადად სხვადასხვა კულტურათაშორის დიალოგისა და ასევე ცალკეული კულტურებისთვის დამახასიათებელ სტილურ ნიშნებს კომპარატიული შესწავლის საფუძველზე. კურსი სტუდენტებს განუვითარებთ კრიტიკულ აზროვნებას. ლექციები და დისკუსიები განხილული იქნება ვიზუალური მასალის თანხლებით ლექციების ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართელოს მუზეუმებში დაცულ მსოფლიოს ცივილიზაციის შედევრებს.
- Teacher: ირინე კოშორიძე
