აღნიშნული კურსი განკუთვნილია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს იმ ძირითადი პრინციპების გაცნობას, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია აკადემიურ ნაშრომზე მუშაობისას. კერძოდ, ყურადღება დაეთმობა წერის სტრატეგიებს, აკადემიურ ეთიკას, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების განსხვავებას, პირველადი და მეორადი წყაროების ანალიზს. სტუდენტები ასევე შეისწავლიან მეცნიერული მიდგომის ძირითად ასპექტებს, კვლევის კონცეპტუალურ საფუძვლებს და საბაზისო ელემენტებს. პრაქტიკული სამუშაოები სემინარზე და სხვადასხვა წერითი დავალებები დაეხმარება სტუდენტებს მასალის უკეთ გაგებასა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში.
- Teacher: Ketevan Epadze
- Teacher: David Matsaberidze
- Teacher: ნინო მაისურაძე
