გაწევრიანების პარამეტრები

აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამების -ქართველური ენათმეცნიერება და შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია - სტუდენტებისათვის.

სასწავლო კურსის მიზანია ძველი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიური სტრუქტურის, სინტაქსის სპეციფიკური საკითხების, ასევე, სტილისა და ლექსიკის საკვანძო საკითხების შესწავლა-განმტკიცება. სწავლების ამ საფეხურზე კურსი ითვალისწინებს ძველი ქართული ნათარგმნი თუ ორიგინალური ძეგლების ენობრივი და სტილისტური თავისებურებების განსაზღვრასა და ქრონოლოგიზაციას, ორგანულ და უცხოურ ენათა გავლენით დამკვიდრებულ ენობრივ მოვლენათა გამიჯვნასა და სწორ კვალიფიკაციას, ასევე, მაგისტრანტებში ტექსტზე სამეცნიერო მუშაობისათვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

Self enrolment (Student)
Self enrolment (Student)
Self enrolment (Student)
Self enrolment (Student)