კურსი „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა (ცვლილებები და ნორმა)“ შედის სამაგისტრო პროგრამაში „ქართველური ენათმეცნიერება“; ის მოიცავს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების ისტორიას, ნორმათა დადგენის პრინციპებს, გრამატიკულ-ორთოგრაფიული ნორმების ანალიზს, მათი ჩამოყალიბების პროცესის მიმოხილვას, მორფოლოგიისა და სინტაქსის მოსაგვარებელ სადავო საკითხებს, არსებული ორთოგრაფიულ-საცნობარო ლიტერატურის გაცნობას, ენათმეცნიერების განსხვავებულ თვალსაზრისთა შეჯერებას. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიექცევა მართებულად წერისა და მეტყველების, სამეცნიერო და პუბლიცისტური ტექსტების რედაქტირების უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გამყარებას.
- Teacher: რუსუდან ზექალაშვილი
