![](https://e-learning.tsu.ge/pluginfile.php/131781/course/overviewfiles/Screen%20Shot%202018-01-15%20at%2012.01.45%20AM.png)
დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ელექტრონული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტებს გააცნოს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების არსი, მისი შემადგენელი ხელოვნების დარგები, მათი განვითარების ისტორია ეპოქების, რეგიონებისა და მასალის მიხედვით, დეკორატიულობისა და ანსამბლურობის ცნება და კომპოზიციის აგების ძირითადი პრინციპები. . დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო კურსის შედეგად, სტუდენტები შეიძენენ როგორც სპეციფიკურ ცოდნას დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების არსსა და ფუნქციებზე, მის ადგილსა და არსზე სახვითი ხელოვნების ერთიან სისტემაში, დარგის შემადგენელ ელემენტებსა და მათი განვითარების ისტორიაზე, ასევე, გაეცნობიან დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შესწავლისათვის სტანდარტულ და გამორჩეულ მეთოდებს პრობლემების გადასაჭრელად. კურსის შედეგად სტუდენტებს განუვითარდებათ მონაცემების შეგროვებისა, განყენებული მონაცემების ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.
- პედაგოგი: ირინე კოშორიძე