ძირითადი დასამუშავებელი ლიტ.: ე. ხინთიბიძე, „ქართულ ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისათვის“, 1982 წ. გვ. 32-35; ქართული ლიტერატურის დასაწყისი და ქართული ანბანის გენეზისის პრობლემა (ძირითადი დასამუშავებელი ლიტ.: ე.ხ., „ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან“: სტატია ჟურნალში - ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, 1983 წ. #1. (გაწვდით ელ. ვერსიას); ე. ხინთიბიძე, ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, თბ. 2003 წ. გვ. 214-216.
საკითხთა ჩამონათვალი:
თემა 2: ორი თვალსაზრისი ქართული ლიტერატურის დასაწყისზე: ქრისტიანობის გავრცელების პერიოდიდან (დაახ. მე-4 ს.); ქრისტიანობამდელი ხანიდან (ძირითადი არგუმენტები თითოეული თეორიისა). აშკარა წყაროები ქართული მწერლობის არსებობისა (ქართული, უცხოური). სავარაუდო მინიშნებები ქრისტიანობამდელ ქართულ მწერლობაზე: ქართული საისტორიო ქრონიკების ფაქტები, ბერძნული ვარაუდები კოლხთა მწიგნობრობაზე; „ფარნავაზიანი“.
ქართული და სომხური პირველწყაროები ქართული ანბანის წარმოშობაზე. კორიუნის „მესროპ მაშტოცის ცხოვრება.“ ივანე ჯავახიშვილის არგუმენტირება ამ ცნობის არა ავთენტურობაზე. ლეონტი მროველის ცნობა ფარნავაზის მიერ ქართული მწიგნობრობის შექმნაზე. ამ ცნობის პოპულარობა საქართველოში სავარაუდოდ მე-6 საუკუნიდან (დავათის სტელა). ქართული ანბანის შექმნის ფინიკიურ-არამეული ჰიპოთეზა (ივ. ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, რამაზ პატარიძე), არმაზის ბილინგვა. ქართული ანბანის (ასომთავრულის) ერთიანი გრაფიკული სისტემა (ვინფრიდ ბოედერი, ელენე მაჭავარიანი, თამაზ ჩხენკელი).
თემა 1. ქართული სასულიერო მწერლობის დასაწყისის პრობლემა (არსებითად შემდეგ ლექციაზე დამუშავდება). ძირითადი ორიენტირები შუასაუკუნეების ქართული სასულიერო ლიეტარტურის ბიზანტიურის გზით განვითარებისა: ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“; იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“; დიონისე არეოპაგელის არეოპაგიტული კორპუსი, პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“, ათონის ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა.