Résumé de section

    • მეგრულ-ლაზურის გრამატიკის კურსის მიზანია სტუდენტებს შ­ე­ას­წ­ა­ვლოს ნაწილობრივ ფონეტიკა-ფონოლოგიის (ბგერათა გა­ნ­ს­ხ­ვა­ვე­ბ­უ­­ლი სისტემა, ძირითადი ფონეტიკური პროცესები: ასი­მილაცია, დი­სი­მილაცია) და სინტაქსის (მარტივი და რთული წი­ნადადების სტრუქ­ტურის მიმოხილვა), ძირითადად მორფო­ლ­ო­გიის საკითხები მეგრულ-ლაზური ტრადიციული გრამა­ტი­კე­ბის მიხედვით, მათ შორის არე­ა­ლური სხვაობის გათვა­ლის­წი­ნებით; დასვას პრობ­ლე­მები  და სტუ­დ­ე­ნ­­ტებს გააცნოს ამ საკითხების გა­ნ­­­ხილვის სამომავლო პერს­პექტივები. პრაქტიკულ მეცა­დი­ნე­ობა­ზე სტუდენტებს განუვითაროს სხვადასხვა ჟანრის მეგ­რ­ულ და ლაზურ ტექსტებზე მუშაობის უნარ-ჩვევები, გააცნოს ძირე­უ­ლი და აუცილებელი ლექსიკური ფონდი, მარტივი ელემენტარული დიალოგების აგების პრინციპები.

      ამოცანები: 1.ა. ცაგარლის, ი. ყიფშიძის, არნ. ჩიქობავას, ვ. თო­ფურიას, კ. დანელიას, გ. კარ­ტოზიას და სხვა მეცნიერების თეო­რ­ი­ული ნაშრომების გაცნობა; 2. პრაქტიკული მუ­შა­ობისთვის აუ­ცი­­ლებელი მასალის (გამოცემული ტექსტები, ლექ­სი­კონები, მო­ნა­­ცემთა ბაზები) გაცნობა; 3. ველზე მუშაობის პრინ­ცი­პე­ბის გაც­ნობა.

    • კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა, თბილისი, 2006

      შემდგენლები:

      რუსუდან  ამირეჯიბი-მალენი  (რედაქტორი), ნანა  დანელია, ინგა  დუნდუა

      ექსპერტები:

      რევაზ  აბაშია, მაია  ლომია, ბელა  ქობალავა

      კოლხური ენის  გრამატიკული ანალიზი   კორნელი   დ ანელიას   ჩანაწერებისა  და ლექციების  მიხედვით

      სარჩევი

      შესავალი, რ. ამირეჯიბი-მალენი ................................................................ 7

      კ. დანელია, კოლხური  ენის  გრამატიკული  ანალიზი ............................  12

      ნ. დანელია, ი. დუნდუა, მეგრულის  პრაქტიკული  კურსი ...................... 176

      მეგულ-ქართული  ლექსიკონი  ......................................................................340

      საკითხავი  ტექსტები  .....................................................................................359

      ბიბლიოგრაფია  ................................................................................................390