სასწავლო კურსის მიზანია შეუქმნას სტუდენტს საბაზისო ცოდნა გერმანისტიკის როგორც ერთიანი ფილოლოგიური დარგის შესახებ მისი შემადგენელი მოდულების გერმანული ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის გამიჯვნისა და ურთიერთმიმართების გაგების საფუძველზე. სალექციო კურსის ამოცანაა გააცნოს სტუდენტს, რათა მან შეიძინოს პრიმარული კომპეტენციები გერმანულ ფილოლოგიაში: 

- გერმანისტიკის წარმოშობის ფილოლოგიური წანამძღვრები:

- გერმანული ლიტერტურათმცოდნეობის ისტორიული და თეორიული ასპექტები და კვლევის თანამედროვე მეთოდები.

- გერმანისტული ლინგვისტიკის ძირითადი ცნებები, ისტორიული განვითარების ძირითადი ტენდენციები, ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები, დიაქრონიული და სინქრონიული ასპექტები, ლინგვისტური აზროვნების განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები.

- გერმანისტული კვლევისთვის აუცილებელი ინსტრუმენტარიუმი.

კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის.

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნობიერებინოს ისტორიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის არსი და წარმოდგენა შეუქმნას მათ  ისტორიული შემეცნების და კვლევის თავისებურებებზე.

ეს კურსი არის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არჩევითი სავალდებულო შესავალი კურსი.

ის სავალდებულოა საბაკალავრო პროგრამის "ისტორია" სტუდენტებისათვის .  ამ კურსის გარეშე პროფესიული დახელოვნება ისტორიაში შეუძლებელია.

კურსის აღება რეკომენდებულია  აგრეთვე   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სხვა საბაკალავრო პროგრამებზე  დარეგისტრირებული სტუდენტებისათვის. მაგალითად, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, კულტურის კვლევების, ფილოსოფიის  და სხვ. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

ფილოლოგიის, როგორც დარგის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ქართული ფილოლოგიის ისტორიის, მისი თანამედროვე დონისა და პერსპექტივების წარმოჩენა. სტუდენტებში მოსმენისა და რეფერირების კულტურის გამომუშავება. სტუდენტისთვის თეორიული ცოდნის მიწოდება ენათა მორფოლოგიურ და გენეალოგიურ კლასიფიკაციაში ქართული ენის ადგილის,  ქართული ფილოლოგიური სკოლებისა და ძველი ქართული მწერლობის ძეგლების შესახებ. 

შენიშვნა: საგნის სპეციფიკა მოითხოვს, რომ ქართული ფილოლოგიის შესავალი ორი ასპექტით - ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის კუთხით მიეწოდოს სტუდენტს. სილაბუსი შედგენილია ორი ავტორის მიერ, სალექციო კურსს კითხულობს ორი სპეციალისტი, თუმცა კურსი გაერთიანებულია ერთ საგნად და თავიდან არის აცილებული მოსალოდნელი შეხვედრები და განმეორებები ქართული ფილოლოგიის ამ ორი მიმართულებისა. ელექტრონული კურსი მომზადებულია საგნის პირველი ნაწილისათვის (1-7 ლექცია, კითხულობს პროფესორი ანა ხარანაული)