ეს კურსი მიზნად ისახავს ისლამური ქალაქის განვითარების თავისებურებების შესწავლას აღმოსავლეთის ისტორიული განვითარების თავისებურებათა მაგალითზე. ძირითადი ყურადღება გამახვილდება ისლამური ქალაქების მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაზე, სოციალურ სტრუქტურასა და საქალაქო ინსტიტუტებზე. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ამ ქალაქების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მნიშვნელობას. გათვალისწინებულია აგრეთვე არაბული, სპარსული, თურქული წყაროების ცნობების და ახალი ურბანისტიკული გამოკვლევების შესწავლა შუა საუკუნეების ისლამური ქალაქების შესახებ.

8605480