„ჩეჩნური და ინგუშური ფოლკლორისა და ლიტერატურის“ სასწავლო კურსის მიზანია ჩეჩენი და ინგუში ხალხების ფოლკლორული შემოქმედების თავისებურების, ჟანრული შემადგენლობისა და კონკრეტული ნაწარმოებების შესწავლა ჩეჩენი და ინგუში ხალხების ყოფასა და ტრადიციებთან კავშირში. სტუდენტები ასევე შეისწავლიან ჩეჩნური და ინგუშური ლიტერატურის აღმოცენების, ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითად ეტაპებს, კონკრეტულ ავტორთა ნაწარმოებებს მათი ტიპოლოგიური, სტრუქტურული და მხატვრული ანალიზის მიხედვით. სასწავლო კურსში გარკვეული ადგილი ეთმობა ქართული და ჩეჩნურ-ინგუშური ფოლკლორულ-ლიტერატურული ურთიერთობების შესაწვლას.

სასწავლო კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. ამ კურსზე შეისწავლება  კავკასიოლოგიაში არსებული ისტორიისა და ლინგვისტური საკითხები. ინტერდისციპლინარული მიდგომით განიხილავს კავკასიოლოგიის ისტორიის და ლინგვისტიკის პრობლემებს, შესაბამისად, სტუდენტს ექნება კომპლექსური ცოდნა კავკასიოლოგიური პრობლემატიკის შესახებ. 

სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტს კავკასიის ენათა ფუნქ­ციო­ნირების საკითხები ისტორიული და თანამედროვე თვალთახედვით, აღწეროს და გააანალიზოს XX ს-ის სოციო­ლინგვისტიკაში წარმოდგენილი ყველა მიდგომა, კონცეფცია და ტიპოლოგიური მოდელი.

დაშვების წინაპირობები: 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფა­კულ­ტეტის სტუდენტს მოსმენილი უნდა ჰქონდეს ენათ­მეცნიერების შესავალი, სხვა ფაკულტეტის სტუდენტისათვის წინაპირობა მოხსნილია.