კურსის მიზანია უცხოელი ავტორების (მწერლების, მოგზაურების) ნაწარმოებების (ნარკვევები, სამოგზაურო ჩანაწერები, მემუარები, დღიურები და ა.შ.) შესწავლის შედეგად სტუდენტებმა მიიღონ ფართო ცოდნა რუსეთის შესახებ (რუსეთის სახელმწიფოს დაარსებიდან - თანამედროვეობამდე). სტუდენტებმა ნაწარმოებებში მოყვანილი ცნობები რუსეთისა და რუსების შესახებ უნდა განიხილონ ისტორიულ ჭრილში,  შეძლონ მათი განზოგადება და დასკვნების გაკეთება.