კურსის მიზანია

1. გააცნოს სტუდენტს თარგმანისმცოდნეობის, როგორც ფილოლოგიის (როგორც ენათმეცნიერების, ისე ლიტერატურათმცოდნეობის) დამხმარე დარგის ამოცანები, კვლევის მეთოდები და ცნებები; დაანახოს მას თარგმანის როლი სამწერლობო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ცოდნის, კულტურული და რელიგიური ასეულობების გავრცელებაში;

2. ანტიკური და შუა საუკუნეების თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის ონზე განიხილოს ძველი ქართული მთარგმნელობითი თეორია და პრაქტიკა;

3. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით აჩვენოს თარგმანისადმი განსხვავებული მიდგომა და თარგმანის განსხვავებული ტექნიკა სხვადასხვა თარგმნელობით სკოლებსა და ცალკეულ მთარგმნელებთან.

კურსის მიზანია, სტუდენტს გაუღვივოს ინტერესი ფილოლოგიური კვლევებისადმი, გააცნოს ფილოლოგიის ერთ-ერთი დისციპლინის – ტექსტოლოგიის ისტორია, მისი ძირითადი ცნებები და მეთოდები. ამასთან ერთად, მისცეს მას გამოუცემელ და გამოცემულ ტექსტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. კურსის მიზანია, ჩამოაყალიბოს პროფესიონალი მკითხველი და წიგნის მომხმარებელი, საფუძველი ჩაუყაროს ტექსტის პროფესიონალი დამდგენ-გამომცემლის, ფილოლოგ-ტექსტოლოგის მომზადებას.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტმა მიიღოს გაღრმავებული ცოდნა თანამედროვე (უახლესი ლიტ. ისტორიის პერიოდის) ქართული რომანის შესახებ შედარებით პერსპექტივაში. კურსის შესწავლისას გამოვლინდება ქართული რომანისტიკის განვითარების გზა. ქართული ლიტერატურული პროცესი განიხილება საზღვარგარეთულ ლიტერატურაში განვითარებულ მოვლენათა ფონზე. კურსის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გამოააშკარაოს ის კულტურულ-ლიტერატურული კავშირი და მიმართება, რომელიც არსებობს (და არსებობდა) ქართულ და მსოფლიო მწერლობას შორის, და რომელიც, გარკვეულწილად, იჩქმალებოდა საბჭოთა ეპოქის ლიტერატურათმცოდნეობის მიერ

ქართული სალიტერატურო ენის ისტორიიის კურსი ითვალისწინებს ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ძირითადი ეტაპების შესწავლას და იმ ენობრივ ცვლილებებათა ტენდენციების გაანალიზებას, რამაც საფუძველი შეუქმნა ენის დღევანდელ ვითარებას. კურსის მიზანს წარმოადგენს ქართულ ენაში მიმდინარე ძირითადი ენობრივი მოვლენების დიაქრონიული და სინქრონიული აღწერა, ენობრივ ცვლილებათა კვალიფიკაცია და ქრონოლოგიზაცია, სალიტერატურო ენის ნორმებსა და ცოცხალ მეტყველებას შორის ურთიერთმიმართების დადგენა, სამწერლობო ქართულზე უცხო ენათა გავლენის შესწავლა, ძველი ქართული სამწერლობო კერებისა და მათი მთარგმნელობითი მეთოდების გაცნობა;  თანამედროვე ეტაპზე ენობრივ ცვლილებათა ტენდენციიების გამოკვეთა. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს  უნდა შეეძლოს ენაში მომხდარ ცვლილებათა ახსნა და ენობრივ ფორმათა ანალიზი.

აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტოპროგრამა – ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრანტთათვის. ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი– თამარ პაიჭაძე კურსი მოამზადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის მიმართულების დოქტორანტმა – სოფიკო ძნელაძემ.

სასწავლო კურსის მიზანია ძველი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიური სტრუქტურისა და სინტაქსური სისტემის, ლექსიკის, სტილის საკითხების შესწავლა;ბაკალავრიატის საფეხურზეძველი ქართული ენის კურსში უმთავრესად გათვალისწინებულია იმ თავისებურებათა გამოვლენა და გაცნობა სტუდენტებისათვის, რითაც ძველი ქართული ენა განსხვავდება ახალი ქართული ენისაგან,რათა სტუდენტებმა შეძლონ ძველი ქართული ტექსტების კითხვა,გაანალიზება და განმარტება.

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს სააბაზისო ცოდნა ქართული პალეოგრაფიაში, გააცნოს მათპალეოგრაფიის ძირითადი თეორიული საკითხები (დამწერლობის წარმოშობა, დამწერლობის ტიპები, ეპიგრაფიკა, პაპიროლოგია, დიპლომატიკა, კოდიკოლოგია, საწერი საშუალებები, საწერი მასალები და საწერი იარაღები, ქართული ხელნაწერი წიგნის მოკლე ისტორია, ხელნაწერი წიგნის შემადგენელი ნაწილები, გადაწერის მეთოდები, ხელნაწერი წიგნის დამზადების ტექნოლოგია,სკრიპტორიუმები, ძველი ქართული მწერლობის კერები, ხელნაწერთსაცავები და კატალოგები, დაქარაგმება, პუნქტუაცია, განკვეთილობის ნიშნები, პირობითი და ტექნიკური ნიშნები, წელთარიცხვის სისტემები და სხვ.).

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა ქართული ლიტერატურის უახლესი პერიოდის შესახებ. კურსის შესწავლისას გამოიკვეთება ქართული ლიტერატურის განვითარების გზა 1890-იანი წლებიდან XXI ს-ის მიმდინარე ლიტერატურული პროცესის ჩათვლით. კურსის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გამოააშკარაოს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის ის დაფარული მხარეები და განვითარების შინაგანი ლოგიკა, რომლის დანახვა არ სურდა და არც შეეძლო საბჭოთა პერიოდის ლიტერატურულ კრიტიკას თუ მეცნიერებას

ფილოლოგიის, როგორც დარგის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ქართული ფილოლოგიის ისტორიის, მისი თანამედროვე დონისა და პერსპექტივების წარმოჩენა. სტუდენტებში მოსმენისა და რეფერირების კულტურის გამომუშავება. სტუდენტისთვის თეორიული ცოდნის მიწოდება ენათა მორფოლოგიურ და გენეალოგიურ კლასიფიკაციაში ქართული ენის ადგილის,  ქართული ფილოლოგიური სკოლებისა და ძველი ქართული მწერლობის ძეგლების შესახებ. 

შენიშვნა: საგნის სპეციფიკა მოითხოვს, რომ ქართული ფილოლოგიის შესავალი ორი ასპექტით - ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის კუთხით მიეწოდოს სტუდენტს. სილაბუსი შედგენილია ორი ავტორის მიერ, სალექციო კურსს კითხულობს ორი სპეციალისტი, თუმცა კურსი გაერთიანებულია ერთ საგნად და თავიდან არის აცილებული მოსალოდნელი შეხვედრები და განმეორებები ქართული ფილოლოგიის ამ ორი მიმართულებისა. ელექტრონული კურსი მომზადებულია საგნის პირველი ნაწილისათვის (1-7 ლექცია, კითხულობს ანა ხარანაული)