Нажмите на ссылку ნარატიული დრო.pdf, чтобы просмотреть файл.
ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზისას დიდი ადგილი დროისა და
სივრცის პრობლემას ეთმობა. ნებისმიერი ამბავი დროსა და სივრცეში ხდება.
მნიშვნელობა არა აქვს, საუბარი გვაქვს რეალიზმის კუთვნილ მხატვრულ-
ლიტერატურულ ტექსტზე, რომელიც ჩვენს გარშემო არსებულ, ემპირიული
რეალობის მსგავს რეალობას ასახავს, თუ _ ფანტასტიკურზე. ყველა
შემთხვევაში, ლიტერატურული ნაწარმოების ფიქციონალური სამყარო, ჰომო თუ
ჰეტეროგენული, ამბავს მოგვითხრობს, რომელიც დროსა და სივრცეშია
განფენილი.