სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება (ქართულად და ინგლისურად)

საქართველოს ისტორია (საფაკულტეტო კურსი)

History of Georgia

 

სასწავლო კურსის ავტორი/ავტორები

მიხეილ ბახტაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტი. ასოცირებული პროფესორი.

225-04-84; ბინის: 222-64-21; მობ.: (893) 31-23-81. E-mail: bakhtadzemisha@gmail.com; mikheil.bakhtadze@tsu.ge

ლექტორი/ლექტორები

მიხეილ ბახტაძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტი. ასოცირებული პროფესორი. 225-04-84; ბინის: 222-64-21; მობ.: (893) 31-23-81. E-mail: bakhtadzemisha@gmail.com; mikheil.bakhtadze@tsu.ge

სტუდენტებთან კონსულტაციები გაიმართება ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ცხრილის მიხედვით. კონსულტაციების ცხრილი ხელმისაწვდომი  ხდება სტუდენტისთვის სემესტრის დასაწყისში.

სასწავლო კურსის კოდი

HSB

სასწავლო კურსის  სტატუსი

ფაკულტეტი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

სწავლების საფეხური – საბაკალავრო

სტატუსი – სავალდებულო

ECTS

          კრედიტები – 5 ECTS კრედიტი

საათების საერთო რაოდენობა – 125 სთ

  • საკონტაქტო საათები – 45 სთ

                     ლექცია – 30 სთ

                     სემინარი – 15 სთ

                     მათ შორის, 1 შუალედური გამოცდა – 2 სთ;

  • დამოუკიდებელი მუშაობის საათები – 77 სთ;
  • დასკვნითი გამოცდა – 3 სთ.

სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობები

კურსზე დაშვებას წინაპირობა არ გააჩნია

სასწავლო კურსის  მიზნები

სასწავლო კურსის მიზნებია სტუდენტისთვის ისეთი ცოდნის და უნარების მიცემა, რომ მას შეეძლოს:

1. საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის და ძირითადი ფაქტების ქრონოლოგიის განსაზღვრა; უახლეს გამოკვლევებზე დაყრდნობით,  ისტორიული მოვლენების ახსნა.

2.  საქართველოს ისტორიის ძირითადი საკითხების განხილვა მსოფლიო ისტორიულ-პოლიტიკური,

სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროცესების კონტექსტში; ძველი ეპოქის ხალხების და კულტურების ერთმანეთთან შედარება.

3. ძირითადი ისტორიული წყაროების მოძიება, მათი ანალიზი და კლასიფიკაცია; ისტორიის თეორიის და მეთოდოლოგიის ზოგიერთი თანამედროვე მიდგომის გამოყენება.

4. სხვადასხვა ქვეყნების, განსხვავებული ღირებულებების და კულტურების პატივისცემა; ისტორიული მოვლენების შეფასებისას ეთიკური ნორმების, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვა; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა.

 

სწავლის შედეგები

აღწერილი საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად

სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ სტუდენტი

ცოდნა და გაცნობიერება

1. განსაზღვრავს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას და ძირითადი ფაქტების ქრონოლოგიას; უახლეს გამოკვლევებზე დაყრდნობით, ხსნის ისტორიულ მოვლენებს.

2.  საქართველოს ისტორიის ძირითად საკითხებს განიხილავს მსოფლიო ისტორიულ-პოლიტიკური,

სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროცესების კონტექსტში; ადარებს ერთმანეთს ძველი ეპოქის ხალხებს და კულტურებს.

 

უნარი

3. თავისუფლად ორიენტირებს ბიბლიოთეკებში, იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს მასალის მოძიებისას,

აანალიზებს ისტორიულ წყაროებს და ახდენს მათ კლასიფიკაციას.

4. აყალიბებს კითხვებს და პასუხობს ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით.

5.  მსჯელობს სხვადასხვა ისტორიოგრაფიულ პრობლემაზე,

იყენებს ისტორიის თეორიისა და მეთოდოლოგიის ზოგიერთ თანამედროვე მიდგომას, ახდენს წარსულის ანალიზს და ინტერპრეტაციას.

 

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

6. პატივს სცემს სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების

განსხვავებულ ღირებულებებს, იდეებს, შეხედულებებს და კულტურას; ისტორიული მოვლენების შეფასებისას იცავს ეთიკურ ნორმებს სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ტოლერანტობის პრინციპებზე დაყრდნობით.

7. სწავლასა და საქმიანობას ახორციელებს ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით.

 

სწავლებისა და სწავლის მეთოდები

ვერბალური მეთოდი, პრაქტიკული მეთოდი, ელექტრონული სწავლების მეთოდი, დემონსტრირების მეთოდი,
დისკუსია/დებატები, ჯგუფური  მუშაობა, ინდუქციური და

დედუქციური მეთოდები, ანალიზი და სინთეზი.

 

შეფასების სისტემა

სასემინარო აქტივობა – 30 ქულა

სემესტრში სტუდენტს ევალება 10-ჯერ მიიღოს მონაწილეობა სასემინარო მუშაობაში. თითოეული პასუხი ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით:  

 

3 ქულა - ზედმიწევნით ფლობს სემინარით გათვალისწინებულ მასალას, აქვს მსჯელობისა და ლოგიკური დასაბუთების უნარი, შეუძლია სასემინარო მასალის გადმოცემა ამომწურავად პროფესიულ ენაზე, პასუხობს ლექტორის მიერ დასმულ სემინარის მასალასთან  დაკავშირებულ დამატებით შეკითხვებს;

2  ქულა - ერკვევა პროგრამით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ნაწილში, თუმცა არა სრულად, შეუძლია სასემინარო მასალის გადმოცემა მცირედი ხარვეზებით; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი.

1 ქულა- შეუძლია სასემინარო მასალით გათვალისწინებული საკითხების მხოლოდ მცირე ნაწილის გადმოცემა, პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.

0 ქულა - პროგრამით გათვალისწინებული საკითხებიდან არც ერთი არ არის განხილული  დამაკმაყოფილებლად.

 

I შუალედური გამოცდა15 ქულა (ტესტური წერილობითი სახით, 10-12 კონკრეტული კითხვა)

II შუალედური გამოცდა  – 15 ქულა  (ტესტური წერილობითი სახით, 10-12 კონკრეტული კითხვა)

დასკვნითი გამოცდა40 ქულა   (ტესტური წერილობითი გამოცდა 20-25 კონკრეტული კითხვა)

ტესტური წერილობითი პასუხის შეფასების კრიტერიუმები: ტესტური დავალების თითოეული კითხვა ფასდება 1, 2 ან 3 ქულით (კონკრეტულ კითხვას მითითებული აქვს თუ რა ქულით ფასდება). თითოეულ კითხვაზე მიღებული ქულების ჯამი იძლევა საბოლოო შეფასებას.

საბოლოო შეფასება – 100 ქულა

 

 მოქმედი შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

 (B) ძალიანკარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

 (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

 (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

 (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. 

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში. 

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, ფორმდება F -0 ქულა.

მინიმალურ შეფასებას წარმოადგენს 51 ქულა.

 

გამოცდაზე დაშვების წინაპირობა: სტუდენტს სემესტრის განმავლობაში დაგროვილი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 21 ქულ.

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ სტუდენტი აგროვებს დასკვნითი გამოცდის 50%.

სავალდებულო/ძირითადი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა

საქართველოს ისტორია XX საუკუნე 2003 წ. თბ.

საქართველოს ისტორია XIX საუკუნე 2005 წ. თბ.

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. I 1970 წ. თბ.

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. II 1972 წ. თბ.

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III 1973 წ. თბ.

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. IV 1975 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ.

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. II 1999 წ. თბ.

 

დამხმარე ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა

ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები IX-XI საუკუნეებში 1989 წ. თბ.

აგათია სქოლასტიკოსი _ გეორგიკა III. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ,

ტექსტები ქართული თარგმანითურთ და განმარტებები ს. ყაუხჩიშვილისა 1968 წ. თბ.

ი. ანთელავა, XI-XV სს. საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები 1980 წ. თბ.

ი. ანთელავა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XII საუკუნეების საქართველოში 1983 წ. თბ.

ი. ანთელავა, ლევან II დადიანი 1990 წ.თბ.

ნ. ასათიანი , სახელმწიფოებრივი რეფორმების საკითხისათვის XV ს-ის კახეთის სამეფოში.

ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან 1976 წ. თბ.

ბაგრატიონი ვახუშტი_აღწერა სამეფოსა საქართველოსა. “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ IV 1973 წ. თბ.

შ. ბადრიძე, ქართველთა სამეფოს პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები #113 1965 წ.

ბასილი ეზოსმოძღვარი _ “ცხოვრება მეფეთ მეფე თამარისა”. ქართლის ცხოვრება” ტექსტი  დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ II 1959 წ.თბ.

ა. ბაქრაძე, ნიკო ნიკოლაძე 1989 წ. თბ.

ა. ბაქრაძე, ილია და აკაკი 1992 წ. თბ.

მ. ბახტაძე, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან. თბ. 2013

ა. ბოგვერაძე, ქართლის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური განვითარება IV-VIII სს-ში 1979 წ.

დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან 1955 წ.თბ.

ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია. 1990 წ. თბ.

ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი 1991 წ. თბ.

გორგიჯანიძე ფარსადან _ საქართველოს ცხოვრება. საისტორიო მოამბე ტ. II 1925 წ.

ვ. გურული, საქართველოს ახალი ისტორია 1801-1918. თბ. 2018

დასტურლამალი, ქართული სამართლის ძეგლები ი.სურგულაძის გამოცემა. 1970წ. თბ.

ეპისტოლეთა წიგნი _ თარგმანი, შენიშვნები და კომენტარები დაურთო ზ.ალექსიძემ 1968 წ. თბ.

ექ. თაყაიშვილი, როდის შეიცვალა იბერთა სახელმწიფო ქართველთა სახელმწიფოდ.

 “მნათობი” #8 1948 წ. თბ.

ვ. კიკნაძე, საქართველო XIV საუკუნეში 1989 წ. თბ

რ. კიკნაძე, საქართველოში მონღოლთა მფლობელობის ისტორიიდან.

ახლოაღმოსავლური კრებული 1983 წ.თბ.

პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე 1954 წ. თბ.

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1959 წ. თბ.

ს. კაკაბაძე, ძიებანი ქართველთა IV-VII სს-ის ისტორიის შესახებ

 საისტორიო კრებული II 1928 წ. თბ.

გ. კვინიტაძე, მოგონებანი, 1998 წ. თბ.

კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები საქართველოს შესახებ. გეორგიკა IV ნაკ.II 1952 წ. თბ.

ვ. კოპალიანი, ბაგრატ IV და ლიპარიტ ლიპარიტია ძის ურთიერთობიდან. თსუ შრომები #45 1951 წ.თბ.

ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წწ. 1969 წ. თბ.

ლეონტი მროველი, “ცხოვრება ქართველთა მეფეთა” _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება 1963 წ. თბ.

მ. ლორთქიფანიძე, ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში 1978 წ. თბ

გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი 1990 წ. ბათ.

გ. მაისურაძე, ერთი სომხური წყარო დემნა უფლისწულის აჯანყების შესახებ. კრებული: საქართველო რუსთაველის ხანაში 1966 წ.

გ. მამულია, პატრონყმობა 1987 წ. თბ.

მატიანე ქართლისაი, “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის

 მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

გ. მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში

 ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი 1973 წ.

დ. მერკვილაძე, ასურელი მამები 2006 წ. თბ.

შ. მესხია, ძლევაჲ საკვირველი 1972 წ. თბ.

შ. მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში

 1973 წ.თბ.

რ. მეტრეველი, შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში 1973 წ. თბ.

რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი 1998 წ. თბ.

რ. მეტრეველი, მეფე თამარი 1998 წ. თბ.

რ. მეტრეველი, ჯ. სამუშია, გიორგი II 2004 წ. თბ.

“მოქცევაი ქართლისაი” ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები წ. I 1964 წ. თბ

ორბელიანი პაპუნა _ ამბავნი ქართლისანი. ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა 1981 წ. თბ.

გ. პაიჭაძე, გეორგიევსკის ტრაქტატი 1983 წ. თბ.

დ. პაიჭაძე, ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო 1989 წ.თბ.

ზ. პაპასქირი, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი 1990 წ. თბ.

ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. ნაკ I, უძველესი დროიდან 1917 წლამდე. თბ. 2004

თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო 1982 წ. თბ.

პროკოპი კესარიელი _ გეორგიკა II. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ და განმარტებები ს. ყაუხჩიშვილისა 1965 წ. თბ.

ჟამთააღმწერელი _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ II 1959 წ. თბ.

თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი,ახსნილი. წიგნი II 1897 წ.თბ.

ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული 1990 წ. თბ.

გ. ჟორჟოლიანი, საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში 1987 წ. თბ.

სამართალი ვახტანგ VI-ისა, ი. დოლიძის რედაქციით 1981 წ. თბ.

მ. სანაძე, ქართლის სამეფო VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე. კრ. მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა 2000 წ.

ა. სილაგაძე, ვ. გურული, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 2000 წ. თბ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ენციკლოპედია ლექსიკონი. თბ. 2018

საქართველოს ისტორია ოთხ ტომად. თბ. 2012 წ.

სტეფანოს ორბელიანი “ცხოვრება ორბელიანთა” ქართულად თარგმნა ე. ცაგარეიშვილმა 1978 წ. თბ.

ჯ. სტეფნაძე, დემეტრე I 1991 წ. თბ.

ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ პოლიტიკური ისტორიიდან ნაწ. I 1973 წ. თბ; ნაწ. II 1981 წ. თბ; ნაწ. III 1989 წ. თბ.

სუმბატ დავითის ძე_ “ცხოვრება ბაგრატიონთა” _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

ქართლის ცხოვრების გაგრძელებები “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. IV 1973 წ. თბ.

მ. ქიქოძე, ვახტანგ VI-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა 1988 წ. თბ.

კ. ყალიჩავა, კოსოვო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი. თანამედროვე კონფლიქტების ისტორიულ-შდარებითი ანალიზი. თბ. 2021

დ. შველიძე, ლექციების კურსი საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში. პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. თბ. 1995

დ.შველიძე, პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992 წწ.) თბილისი 2008

დ. შველიძე, 1823 წლის შეთქმულებითი მოძრაობის ისტორიიდან თბ. 2014

ჩხეიძე სეხნია _ საქართველოს ცხოვრება. გამოსცა ზ. ჭიჭინაძემ 1913 წ.

ი. ცინცაძე, ძიებანი რუსეთ საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1956 წ.თბ.

“ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა” “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1959 წ. თბ.

ხერხეულიძე ომან _ მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლ. მიქიაშვილმა 1989 წ. თბ.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია წ .I. თხზ. 12 ტომად ტ. I 1981 წ. თბ.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია წ .II. თხზ. 12 ტომად ტ.II 1983 წ. თბ.

ლ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ 1962 წ. თბ.

ს. ჯანაშია, არაბობა საქართველოში. შრომები ტ II 1952 წ. თბ.

ო. ჯანელიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921. თბ. 2018

ო. ჯანელიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები. თბ. 2018

ო. ჯანელიძე, ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი ... თბ. 2020

ჯუანშერი _ ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადიხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

О. Лордкипанидзе, Наследие древней Грузий 1989 г. Тб.

 

სასწავლო კურსის გავლასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია/პირობები (არსებობის შემთხვევაში)

 

აკადემიური კეთილსინდისიერება

აკადემიურ კეთილსინდისიერება აკადემიური სივრცისა და აკადემიური განათლების განუყოფელი ნაწილი და უნივერსიტეტის ფუნდამენტური ღირებულებაა. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ თავის მიერ მომზადებული დავალება, რომელშიც აკადემიური სტილის დაცვით მითითებული იქნება, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის იდეა და/ან სიტყვები. სტუდენტმა არ უნდა გამოიყენოს ნაშრომი და/ან ნაშრომის ნაწილი, რომელიც სხვა სასწავლო კურსისთვის მოამზადა; ასევე არ უნდა გააყალბოს მონაცემები ან სხვა ინფორმაცია და არ უნდა გადაიწეროს ნაშრომი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ზემოთხსენებულ ქმედებას ექნება ადგილი, სტუდენტს დაეკისრება ეთიკის კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის გამო. სანქცია შეიძლება იყოს როგორც ნაშრომის ხელახლა მომზადება, ასევე სასწავლო კურსში არადამაკმაყოფილებელი ქულის მიღება.

 


 

სასწავლო კურსის შინაარსი

 

კვირის

N

ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის და ა.შ. თემა

ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა

1

ქართველთა ეთნოგენეზი

წყაროები და მეცნიერული მოსაზრებები ქართველთა ეთნოგენეზის შესახებ.

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. I 1970 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 1

 

დამხმარე ლიტერატურა:

О. Лордкипанидзе, Наследие древней Грузий 1989 г. Тб.

 

2

ქრისტიანობის გავრცელება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, საქართველო IV საუკუნეში.

მოციქულებისა და წმიდა ნინოს მოღვაწეობა.

ვახტანგ გორგასლი  

სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ კავკასიასა და დასავლეთ საქართველოში. მონაწილეობა ირანელთა მიერ ინდოეთსა და შუა აზიაში მოწყობილ ლაშქრობებში. საეკლესიო რეფორმა და კონფლიქტი მიქაელ მთავარეპისკოპოსთან. ადმინისტრაციული რეფორმა და ურთიერთობა დიდაზნაურებთან. აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ.

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. II 1972 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 1

 

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.

დამხმარე ლიტერატურა:

ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი 1991 წ. თბ.

ს. კაკაბაძე, ვახტანგ გორგასალი 1955 წ. თბ.

მ. ლორთქიფანიძე, ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში 1978 წ. თბ

“მოქცევაი ქართლისაი” ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები წ. I 1964 წ. თბ.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია წ .I. თხზ. 12 ტომად ტ. I 1981 წ. თბ.

ლ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ 1962 წ. თბ.

ჯუანშერი _ ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი

 ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

 

3

საქართველო VI-VIII საუკუნეში  

ასურელ მამათა მოღვაწეობა ქართლში. მეფობის გაუქმება. მარზპანი. ურთიერთობა ბიზანთიასთან. “დიდი ომიანობა” როგორც ბიზანტია-ირანის ომების შემადგენელი ნაწილი. ერისმთავრობის დაწესება. პირველი ერისმთავრები. რელიგიური დაპირისპირების გამწვავება, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე და საეკლესიო განხეთქილება. ბიზანტია-ირანის ომი და ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა ლაშქრობა. არაბთა გამოჩენა. “დაცვის სიგელი”. ნერსე I დიდი. არაბთა ძალაუფლების განმტკიცება აღმოსავლეთ საქართველოში და მათი გადასვლა დასავლეთ საქართველოში. ურთიერთობა სახალიფოსთან, ბიზანტიასთან და ხაზარებთან. ერისმთავრები: არჩილი, ნერსე II, აშოტ ბაგრატიონი.

 

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. II 1972 წ. თბ.

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 1

 

დამხმარე ლიტერატურა:

აგათია სქოლასტიკოსი _ გეორგიკა III. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ,

 ტექსტები ქართული თარგმანითურთ და განმარტებები ს. ყაუხჩიშვილისა 1968 წ. თბ.

ა. ბოგვერაძე, ქართლის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური განვითარება IV-VIII სს-ში 1979 წ. ეპისტოლეთა წიგნი_თარგმანი, შენიშვნები და კომენტარები დაურთო ზ.ალექსიძემ 1968 წ. თბ.

ექ. თაყაიშვილი, როდის შეიცვალა იბერთა სახელმწიფო ქართველთა სახელმწიფოდ.

 “მნათობი” #8 1948 წ. თბ.

გ. მამულია, პატრონყმობა 1987 წ. თბ.

დ. მერკვილაძე, ასურელი მამები 2006 წ. თბ.

პროკოპი კესარიელი _ გეორგიკა II. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ,

 ტექსტები ქართული თარგმანითურთ და განმარტებები ს. ყაუხჩიშვილისა 1965 წ. თბ.

მ. სანაძე, ქართლის სამეფო VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე. კრ. მესხეთი,

 ისტორია და თანამედროვეობა 2000 წ..

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია წ .I. თხზ. 12 ტომად ტ. I 1981 წ. თბ.

ს. ჯანაშია, არაბობა საქართველოში. შრომები ტ II 1952 წ. თბ.

 

4

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამეფო-სამთავროები IX-X საუკუნეებში  

პოლიტიკური ერთეულების შექმნა. ურთიერთობა მეზობელ სამეფო-სამთავროებთან.

ბაგრატ III  

შიდა ქართლში მმართველობის პერიოდი. გამეფება აფხაზეთში. ბრძოლა ქართლის დიდაზნაურთა წინააღმდეგ. კლდეკარის საერისთავოს პრობლემა და ურთიერთობა დავით კურაპალატთან. ურთიერთობა ბიზანტიასთან. ბრძოლა სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისათვის ტაო-კლარჯეთში. კახეთ-ჰერეთის შემოერთება. მეფის საეკლესიო პოლიტიკა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა.

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. II 1972 წ. თბ.

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 1

 

                დამხმარე ლიტერატურა:

ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები IX-XI საუკუნეებში 1989 წ. თბ.

შ. ბადრიძე, ქართველთა სამეფოს პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან. თბილისის სახელმწიფო

 უნივერსიტეტის შრომები #113 1965 წ.

პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე 1954 წ. თბ.

კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები საქართველოს შესახებ. გეორგიკა IV ნაკ.II 1952 წ. თბ.

ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წწ. 1969 წ. თბ.

მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება 1963 წ. თბ.

მატიანე ქართლისაი, “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის

 მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

გ. მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში

 ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი 1973 წ.

მატიანე ქართლისაი, “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის

 მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

ზ. პაპასკირი, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს

საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი 1990 წ. თბ.

სუმბატ დავითის ძე_ “ცხოვრება ბაგრატიონთა” _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი

 ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. ნაკ I, უძველესი დროიდან 1917 წლამდე. თბ. 2004

თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო 1982 წ.თბ.

 

5

გიორგი I, ბაგრატ IV, გიორგი II

კახეთ-ჰერეთის დაკარგვა. ბრძოლა ბიზანტიასთან. ანტიბიზანტიური და პრობიზანტიური დასების ბრძოლა სამეფო კარზე.   ბიზანტიელთა ლაშქრობა საქართველოში. თბილისის გათავისუფლების მცდელობები. დაპირისპირება ლიპარიტ IV ბაღვაშთან. ურთიერთობა ბიზანტიასთან და თურქ-სელჩუკებთან. დიდი თურქობა.

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III 1973 წ. თბ.

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 1

 

                დამხმარე ლიტერატურა:

ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წწ. 1969 წ. თბ.

მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება 1963 წ. თბ.

მატიანე ქართლისაი, “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის

 მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

გ. მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში

 ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი 1973 წ.

რ. მეტრეველი, ჯ. სამუშია, გიორგი II 2004 წ. თბ.

ზ. პაპასკირი, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი 1990 წ. თბ.

სუმბატ დავითის ძე_ “ცხოვრება ბაგრატიონთა” _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი

 ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1955 წ. თბ.

“ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა” “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი

 ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1959 წ. თბ.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. თხზ. 12 ტომად ტ. II 1983 წ. თბ.

 

6

დავით IV აღმაშენებელი

1089 წლისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიური ვითარება. საეკლესიო, სამხედრო, სასამართლო, ფინანსური რეფორმები. ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ და ქვეყნის გაერთიანება. დიდგორის ბრძოლა და თბილისის გათავისუფლება ურთიერთობა ჯვაროსნებთან. მეფის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა.

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III 1973 წ. თბ.

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 1

 

                დამხმარე ლიტერატურა:

ი. ანთელავა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XII საუკუნეების

 საქართველოში 1983 წ. თბ.

შ. მესხია, ძლევაჲ საკვირველი 1972 წ. თბ.

რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი 1998 წ. თბ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები _ რედაქტორი რ. მეტრეველი 2000 წ. თბ.

“ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა” “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი

 ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1959 წ. თბ.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია წ .II. თხზ. 12 ტომად ტ.II 1983 წ. თბ.

 

7

დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე

ურთიერთობა მეზობელ სამეფოებთან. ვითარება ქვეყნის შიგნით და ბრძოლა ტახტისათვის სამეფო ოჯახში. ბრძოლა ჩრდილოეთ სომხეთის დასაკავებლად. ორბელთა აჯანყება. გამოსვლა “უგვაროთა” წინაარმდეგ. ყუთლუ-არსლანი და მისი დასი. თამარის ქორწინების საკითხი. აჯანყება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. საგარეო პოლიტიკის გააქტურება. შამქორისა და ბასიანის ბრძოლები, სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ სომხეთსა და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ურთიერთობა ბიზანტისათან, ტრაპიზონის იმპერიასთან და ეგვიპტის სასულთნოსთან. ხლათის საკითხი.

 

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III 1973 წ. თბ.

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 1

 

დამხმარე ლიტერატურა:

ი. ანთელავა, XI-XV სს. საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები 1980 წ. თბ.

ი. ანთელავა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XII საუკუნეების

 საქართველოში 1983 წ. თბ.

ბასილი ეზოსმოძღვარი _ “ცხოვრება მეფეთ მეფე თამარისა””ქართლის ცხოვრება” ტექსტი

 დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ II 1959 წ.თბ.

“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა

 ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ. I 1959 წ. თბ.

შ. მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში

 1973 წ.თბ.

რ. მეტრეველი, მეფე თამარი 1998 წ. თბ.

ჯ. სტეფნაძე, დემეტრე I 1991 წ. თბ.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია წ .II. თხზ. 12 ტომად ტ.II 1983 წ. თბ.

 

8

საქართველო XIII საუკუნეში  

გიორგი IV-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მონღოლთა გამოჩენა და პირველი შეტაკებები მათთან. ჯალალ ად-დინის ლაშქრობები. მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობა. უმეფობა. ორმეფობა. მონღოლთა მიერ დაწესებული გადასახადები.Aაჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ. ილხანთა სამეფოსა და ოქროს ურდოს შორის მიმდინარე ომები და საქართველო. შოციალ-ეკონომიკური ცვლილებები. ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობა. დემეტრე II მრავალმეფიანობა.

გიორგი V  

საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

 

 

I შუალედური გამოცდა

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III 1973 წ. თბ.

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 2

 

 დამხმარე ლიტერატურა:

ბაგრატიონი ვახუშტი_აღწერა სამეფოსა საქართველოსა. “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი

 ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ IV 1973 წ. თბ.

ი. დოლიძე, გიორგი ბრწყინვალის სამართალი 1957 წ.თბ.

ვ. კიკნაძე, საქართველო XIV საუკუნეში 1989 წ. თბ

რ. კიკნაძე, საქართველოში მონღოლთა მფლობელობის ისტორიიდან.ახლოაღმოსავლური კრებული 1983 წ.თბ.

ჟამთააღმწერელი _ “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის

 მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ II 1959 წ. თბ

“ძეგლი ერისთავთა” _ ქართული სამართლის ძეგლები ტ. II 1964 წ. თბ.

 

9

ბაგრატ V. გიორგი VII

ბრძოლა თემურ-ლენგის წინააღმდეგ. თემურის ლაშქრობათა პოლიტიკური-ეკონომიკური შედეგები.

საქართველო XV საუკუნეში

ბრძოლა თურქმანთა წინააღმდეგ. ალექსანდრე I-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საშინაო და საგარეო ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუწყო ერთიანი სამეფოს დაშლას. გიორგი VIII-ის, ბაგრატ VI-ისა და კონსტანტინე II-ის მეფობა.

 

შუალედური გამოცდის ნაწერების ანალიზი. ტიპური შეცდომების განხილვა

 

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III 1973 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 2

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.

 დამხმარე ლიტერატურა:

ნ. ასათიანი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან.

თსუ შრომები #78 1963 წ.თბ.

ბაგრატიონი ვახუშტი_აღწერა სამეფოსა საქართველოსა. “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი

 ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ IV 1973 წ. თბ.

დ. პაიჭაძე, ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო 1989 წ.თბ.

თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი,

 ქრონოლოგიურად დაწყობილი,ახსნილი. წიგნი II 1897 წ.თბ.

საქართველოს ისტორია ოთხ ტომად.ტ. 3. თბ. 2012 წ.

ქართლის ცხოვრების გაგრძელებები “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი

ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. IV 1973 წ. თბ.

 

10

საქართველო XVI საუკუნეში  

დავით X-ის, ლუარსაბ I-ის, სვიმონ I-ის, ბაგრატ III-ის, ალექსანდრე I-ის, გიორგი II-ის, ლევანისა და ალექსანდრე II-ის მოღვაწეობა. დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-საათაბაგოში არსებული ვითარება.

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. IV 1975 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 2

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. II 1999 წ. თბ.

 დამხმარე ლიტერატურა:

ნ. ასათიანი , სახელმწიფოებრივი რეფორმების საკითხისათვის XV ს-ის კახეთის სამეფოში.

 ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან 1976 წ. თბ.

ბაგრატიონი ვახუშტი_აღწერა სამეფოსა საქართველოსა. “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი

 ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ IV 1973 წ. თბ.

დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან 1955 წ.თბ.

თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი,

 ქრონოლოგიურად დაწყობილი,ახსნილი. წიგნი II 1897 წ.თბ.

საქართველოს ისტორია ოთხ ტომად.ტ. 3. თბ. 2012 წ.

ქართლის ცხოვრების გაგრძელებები “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი

ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. IV 1973 წ. თბ.

 

 

11

საქართველო XVII საუკუნეში

ლუარსაბ I-ის, ალექსანდრე II-ის, თეიმურაზ I-ის, როსტომ-ხანის, გიორგი საკაძის, ლევან II დადიანის მოღვაწეობა. ვახტანგ V-ის, გიორგი XI-ისა და ერეკლე I-ის მოღვაწეობა. დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-საათაბაგოში არსებული ვითარება.

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. IV 1975 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 2

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. II 1999 წ. თბ.

 დამხმარე ლიტერატურა:

ი. ანთელავა, ლევან II დადიანი 1990 წ.თბ.

ბაგრატიონი ვახუშტი_აღწერა სამეფოსა საქართველოსა. “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი

 ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ IV 1973 წ. თბ.

დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან 1955 წ.თბ.

გორგიჯანიძე ფარსადან _ საქართველოს ცხოვრება. საისტორიო მოამბე ტ. II 1925 წ.

თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი,

 ქრონოლოგიურად დაწყობილი,ახსნილი. წიგნი II 1897 წ.თბ.

გ. ჟორჟოლიანი, საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში 1987 წ. თბ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები _ რედაქტორი რ. მეტრეველი 2000 წ. თბ.

ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ პოლიტიკური

 ისტორიიდან ნაწ. I 1973 წ. თბ; ნაწ. II 1981 წ. თბ; ნაწ. III 1989 წ. თბ.

საქართველოს ისტორია ოთხ ტომად.ტ. 3. თბ. 2012 წ.

ქართლის ცხოვრების გაგრძელებები “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი

ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ. IV 1973 წ. თბ.

ი. ცინცაძე, ძიებანი რუსეთ საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1956 წ.თბ.

ცხოვრება საქართველოჲსა (პარიზის ქრონიკა) ტექსტი გამოსაცემად მოამზადა,

შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ 1980 წ. თბ.

З. Анчабадзе, Из историй средневековой Абхазий 1959 г. Сух.

 

12

საქართველო XVIII საუკუნეში

ვახტანგ VI. კახეთის სამეფოსა და დასავლეთ საქართველში არსებული ვითარება. “ოსმალობა” და “ყიზილბაშობა”. თეიმურაზ II-ის, ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის მოღვაწეობა.

 

II შუალედური გამოცდა

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. IV 1975 წ. თბ.

ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. II 1999 წ. თბ.

საქართველოს ისტორია: [სახელმძღვ. 2 ტომად / სარედ. კოლ.: ნათელა ვაჩნაძე, მარიამ ლორთქიფანიძე (მთ. რედ.), როინ მეტრეველი და სხვ.].2006 წ. თბ. ტ. 2

 დამხმარე ლიტერატურა:

ბაგრატიონი ვახუშტი_აღწერა სამეფოსა საქართველოსა. “ქართლის ცხოვრება” ტექსტი დადგენილი

 ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ ტ IV 1973 წ. თბ.

დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან 1955 წ.თბ.

დასტურლამალი, ქართული სამართლის ძეგლები ი.სურგულაძის გამოცემა. 1970წ. თბ.

ორბელიანი პაპუნა _ ამბავნი ქართლისანი. ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი

და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა 1981 წ. თბ.

სამართალი ვახტანგ VI-ისა, ი. დოლიძის რედაქციით 1981 წ. თბ.

ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ პოლიტიკური

 ისტორიიდან ნაწ. I 1973 წ. თბ; ნაწ. II 1981 წ. თბ; ნაწ. III 1989 წ. თბ.

მ. ქიქოძე, ვახტანგ VI-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა 1988 წ. თბ.

ჩხეიძე სეხნია _ საქართველოს ცხოვრება. გამოსცა ზ. ჭიჭინაძემ 1913 წ.

ი. ცინცაძე, ძიებანი რუსეთ საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1956 წ.თბ.

ხერხეულიძე ომან _ მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლ. მიქიაშვილმა 1989 წ. თბ.

З. Анчабадзе, Из историй средневековой Абхазий 1959 г. Сух

 

13

საქართველო 1801-1917 წლებში  

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა. კოლნიალური პოლიტიკა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. თერგდალეულები. პოლიტიკური პარტიები და მიმდინარეობები. პირველი მსოფლიო ომი და საქართველო. სოციალ-ეკონომიკური ვითარება. კულტურა.

 

შუალედური გამოცდის ნაწერების ანალიზი. ტიპური შეცდომების განხილვა

 

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორია XIX საუკუნე 2005 წ. თბ.

საქართველოს ისტორია XX საუკუნე 2003 წ. თბ.

 

 დამხმარე ლიტერატურა:

ა. ბაქრაძე, ნიკო ნიკოლაძე 1989 წ. თბ.

ა. ბაქრაძე, ილია და აკაკი 1992 წ. თბ.

საქართველოს ისტორია ოთხ ტომად.ტ. 4. თბ. 2012 წ.

ვ. გურული, საქართველოს ახალი ისტორია 1801-1918. თბ. 2018

დ. შველიძე, ლექციების კურსი საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში. პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. თბ. 1995

დ. შველიძე, 1823 წლის შეთქმულებითი მოძრაობის ისტორიიდან თბ. 2014

ო. ჯანელიძე, ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი ... თბ. 2020

 

 

 

 

 

14

საქართველო 1917-1921 წლებში

ამიერკავკასია კომისარიატისა და სეიმის დროს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი. შეიარაღებული ძალები. სოციალ-ეკონომიკური განვითარება. კულტურა. საგარეო პოლიტიკა. 1921 წლის ომი და საქართველოს ოკუპაცია.

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორია XX საუკუნე 2003 წ. თბ.

 დამხმარე ლიტერატურა:

მ. ბახტაძე, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან. თბ. 2013

გ. კვინიტაძე, მოგონებანი, 1998 წ. თბ.

გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი 1990 წ. ბათ.

ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული 1990 წ. თბ.

ა. სილაგაძე, ვ. გურული, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

 2000 წ. თბ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ენციკლოპედია ლექსიკონი. თბ. 2018

საქართველოს ისტორია ოთხ ტომად.ტ. 4. თბ. 2012 წ.

ო. ჯანელიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921. თბ. 2018

ო. ჯანელიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები. თბ. 2018

ო. ჯანელიძე, ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი ... თბ. 2020

 

15

საქართველო 1921-2021 წლებში

საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის დამყარება. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა 20-იან წლებში. 30-იანი წლების რეპრესიები. მეორე მსოფლიო ომი. ქართული ემიგრაცია 20-50-იან წლებში. საქართველო 50-70-იან წლებში. 1956 წლის 9 მარტი. 1978 წლის 14 აპრილი. დისიდენტური მოძრაობა 70-იან წლებში. საქართველო 80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის გამოღვიძება, 1989 წლის 9 აპრილი. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. დამოუკიდებლობის აღდგენა. 1991-1992 წლების მოვლენები. ბრძოლა ტერიტორიელი ერთიანობის შენარჩუნებისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში. საქართველო XXI საუკუნის დასაწყისსა და 10-იან წლებში

ძირითადი ლიტერატურა:

საქართველოს ისტორია XX საუკუნე 2003 წ. თბ.

 დამხმარე ლიტერატურა:

საქართველოს ისტორია ოთხ ტომად.ტ. 4. თბ. 2012 წ.

კ. ყალიჩავა, კოსოვო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი. თანამედროვე კონფლიქტების ისტორიულ-შდარებითი ანალიზი. თბ. 2021

დ.შველიძე, პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992 წწ.) თბილისი 2008

 

 

 

ბოლო ცვლილება: ორშაბათი, ივნისი 26 2023, 12:35 PM