Обзор глоссария по алфавиту

Специальные | А | Б | В | Г | Д | Е | Ё | Ж | З | И | К | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | Щ | Э | Ю | Я | Все

ნკ

ედესა

от ნინო კვირიკაშვილი - Monday, 29 March 2010, 16:56
 
ქალაქი ედესა, მესოპოტამიური ცივილიზაციის ერთ–ერთი უმთავრესი კერა. მდებარეობდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ–აღმოსავლეთით დღევანდელი ქალაქ ურფას ტერიტორიაზე.


ნკ

ელეფანტინის ხელნაწერები

от ნინო კვირიკაშვილი - Tuesday, 30 March 2010, 09:40
 
კუნძულ ელეფანტინზე (მდ. ნილოსზე, ნუბიის საზღვართან) აღმოჩენილი უძველესი ებრაული ხელნაწერების კოლექცია, რომელიც ძვ. წ. აღ. V ს.–ით თარიღდება.


ნკ

მაყლულა

от ნინო კვირიკაშვილი - Monday, 29 March 2010, 17:58
 
სოფელი სირიაში, რომელიც დამასკოს ჩრდილოეთით მდებარეობს. მკვიდრი მოსახლეობა საუბრობს აღმოსავლურ – არამეულ დიალექტზე.


ნკ

ნაბატეა

от ნინო კვირიკაშვილი - Monday, 29 March 2010, 17:37
 
ნაბატეველთა სახელმწიფო, რომელიც სინასა და არაბეთის ნახევარკუნძულების შორის მდებარეობდა ანტიკურ ხანაში. ჩრდილოეთით მას იუდეას სამეფო ესაზღვრებოდა, სამხ.–აღმოსავლეთით კი – ეგვიპტე. ნაბატეველთა სამეფოს დედაქალაქი იყო პეტრა.
ახ. წ. აღ. 106 წ. ნაბატეა რომაელებმა დაიპყრეს


ნკ

პალმირა

от ნინო კვირიკაშვილი - Tuesday, 30 March 2010, 09:41
 
პალმირა სირიის ტერიტორიაზე ერთ–ერთ ცენტრალურ ქალაქს წარმოადგენდა, რომელიც დამასკოს ჩრდ.–აღმოსავლეთით მდებარეობდა. ბაბილონურ ტექსტებში იგი მოხსენიებულია სემიტური სახელწოდებით – თადმორ/თადმურ/თუდმურ – რაც ამორეულ ენაზე ნიშნავს "ქალაქი, რომელიც იგერიებს მტერს", ხოლო არამეულად – "დაუმარცხებელი ქალაქი".
ბიბლიაში, ქრონიკათა მეორე წიგნში, იგი მოხსენიებულია, როგორც უდაბნოს ქალაქი, რომელიც მეფე სოლომონმა ააშენა.