Consultez le glossaire à l'aide de cet index

Spécial | A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | Q | R | S | T | U | V | W | X | Y | Z | Tout

ნკ

გეზერის კალენდარი

par ნინო კვირიკაშვილი, Monday 29 March 2010, 00:12
 
გეზერის კალენდარი იერუსალიმიდან 50 კმ. ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ გეზერში აღმოაჩინეს. იგი წარმოადგენს პროტო-ებრაული ანბანით ქვაზე ამოტვიფრულ ტექსტს, რომელშიც თვეების მიხედვით გაწერილია შესასრულებელი სამუშაოები: ხვნა, თესვა, ბარვა და ა. შ.


ნკ

მასადა

par ნინო კვირიკაშვილი, Monday 29 March 2010, 00:44
 
ციხე-სიმაგრე მკვდარი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც აშენდა ძვ. წ. აღ. I საუკუნეში და დაინგრა ახ. წ . აღ. 73 წ. რომაელთა მიერ.


ნკ

მიშნა

par ნინო კვირიკაშვილი, Sunday 28 March 2010, 23:52
 
მიშნაში მოცემულია საკულტო და საღვთისმეტყველო-იურიდიულ ნორმათა ახსნა და სისტემატიზაცია ავტორიტეტული სწავლულების მიერ.


ნკ

მკვდარი ზღვის გრაგნილები

par ნინო კვირიკაშვილი, Monday 29 March 2010, 00:39
 
მკვდარი ზღვის გრაგნილბი იუდას უდაბნოში (ყუმრანისა და მურაქქაბის ხეობის გამოქვაბულებში და მასადაში) აღმოაჩინეს. მათი დიდი ნაწილი ებრაულ ენაზეა დაწერილი ძვ. წ. აღ. II -ახ. წ. აღ. I საუკუნეებში.
ყუმრანის ხელნაწერების დიდი ნაწილი ძველი აღთქმის ტექსტებს შეიცავს (ესთერის წიგნის გარდა ყველა წიგნი გვხვდება), რომლებიც მოცემულია როგორც ებრაულად, ისე თარგამნების სახით - არამეულად და ბერძნულად. აღმოჩენილია ასევე აპოკრიფული თხზულებები.
მურაბბათის ხეობის გამოქვაბულებში ბიბლიური ტექსტების გრდა დაცული იყო იურიდიული და სამურნეო შინაარსის ტექსტები.
მასადის ციხესიმაგრეში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ოსტრაკადა ხელნაწერები ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე, რომლებსაც ძვ. წ. აღ. I საუკუნით ათარიღებენ.



ნკ

ოსტრაკონი

par ნინო კვირიკაშვილი, Monday 29 March 2010, 00:18
 
ოსტრაკონი (ბერძ. ὄστρακον ostrakon) თიხის ჭურჭლის ნატეხი (ძირითადად, ლარნაკის) რომელზეც შესრულებული წარწერა


ნკ

ყუმრანის გამოქვაბულები

par ნინო კვირიკაშვილი, Monday 29 March 2010, 00:45
 
მდებარეობს იუდას უდაბნოში. ცნობილია მასში აღმოჩენილი გრაგნილებით.