ნკ

მკვდარი ზღვის გრაგნილები

ნინო კვირიკაშვილი - ორშაბათი, მარტი 29 2010, 12:39 AM-ით
 
მკვდარი ზღვის გრაგნილბი იუდას უდაბნოში (ყუმრანისა და მურაქქაბის ხეობის გამოქვაბულებში და მასადაში) აღმოაჩინეს. მათი დიდი ნაწილი ებრაულ ენაზეა დაწერილი ძვ. წ. აღ. II -ახ. წ. აღ. I საუკუნეებში.
ყუმრანის ხელნაწერების დიდი ნაწილი ძველი აღთქმის ტექსტებს შეიცავს (ესთერის წიგნის გარდა ყველა წიგნი გვხვდება), რომლებიც მოცემულია როგორც ებრაულად, ისე თარგამნების სახით - არამეულად და ბერძნულად. აღმოჩენილია ასევე აპოკრიფული თხზულებები.
მურაბბათის ხეობის გამოქვაბულებში ბიბლიური ტექსტების გრდა დაცული იყო იურიდიული და სამურნეო შინაარსის ტექსტები.
მასადის ციხესიმაგრეში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ოსტრაკადა ხელნაწერები ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე, რომლებსაც ძვ. წ. აღ. I საუკუნით ათარიღებენ.

» გლოსარიუმი