Обзор глоссария по алфавиту

Специальные | А | Б | В | Г | Д | Е | Ё | Ж | З | И | К | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | Щ | Э | Ю | Я | Все

ნკ

ზღვის ხალხები

от ნინო კვირიკაშვილი - Sunday, 28 March 2010, 20:41
 
ხმელთაშუაზღვისპირელი ხალხის ჯგუფი, რომლებიც ძვ.წ.აღ. XIII საუკუნეში დაიძრნენ ეგვიპტესა და ხეთების სახელმწიფოსკენ. მათ სავარაუდო სამშობლოდ ეგეოსის აუზს მიიჩნევენ (მცირე აზია, ბალკანეთი).
ძვ. წ. აღ. დაახლოებით 1200 წელს ზღვის ხალხებმა გაანადგურეს უგარითი. ჩვ. ერამდე 1190 წლისთვის კი ხეთების ახლადშექმნილი სახელმწიფო დააქციეს.


ნკ

უგარითი

от ნინო კვირიკაშვილი - Sunday, 28 March 2010, 18:53
 
1928 წ. ფრანგმა არქეოლოგებმა ხმელთაშუა ზღვის ჩრდ.-აღმოსავლეთ სანაპიროზე თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე ქალაქ უგარითის ნანგრევები აღმოაჩინეს. იგი საპორტო ქალაქ ლატაკიიდან ჩრდილოეთით 10 კმ.-ში მდებარეობდა და მნიშვნელოვან სავაჭრო კვანძს წარმოადგენდა ძველ აღმოსავლეთში.
არქეოლოგთა აზრით, სემიტური წარმოშობის ხალხი ამ ქალაქში პირველად ძვ. წ. აღ.-ის III ათასწლეულის შუა პერიოდში უნდა გამოჩენილიყვნენ; სავარაუდოდ, სემიტთა რაოდენობა უგარითში მალევე გაიზარდა და ისინი სხვა არასემიტ მოსახლეობასთან ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.
მკვლევართა აზრით, ქალაქმა არსებობა ჩვ. წ. აღ.-მდე 1200 წ. შეწყვიტა, რისი მიზეზიც ე. წ. "ზღვის ხალხთა" შემოსევა გახდა.