ნკ

უგარითი

ნინო კვირიკაშვილი - კვირა, მარტი 28 2010, 6:53 PM-ით
 
1928 წ. ფრანგმა არქეოლოგებმა ხმელთაშუა ზღვის ჩრდ.-აღმოსავლეთ სანაპიროზე თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე ქალაქ უგარითის ნანგრევები აღმოაჩინეს. იგი საპორტო ქალაქ ლატაკიიდან ჩრდილოეთით 10 კმ.-ში მდებარეობდა და მნიშვნელოვან სავაჭრო კვანძს წარმოადგენდა ძველ აღმოსავლეთში.
არქეოლოგთა აზრით, სემიტური წარმოშობის ხალხი ამ ქალაქში პირველად ძვ. წ. აღ.-ის III ათასწლეულის შუა პერიოდში უნდა გამოჩენილიყვნენ; სავარაუდოდ, სემიტთა რაოდენობა უგარითში მალევე გაიზარდა და ისინი სხვა არასემიტ მოსახლეობასთან ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.
მკვლევართა აზრით, ქალაქმა არსებობა ჩვ. წ. აღ.-მდე 1200 წ. შეწყვიტა, რისი მიზეზიც ე. წ. "ზღვის ხალხთა" შემოსევა გახდა.

» გლოსარიუმი