სასწავლო კურსი შექმნილია სახელმწიფო ენის საუნივერსიტეტო კურსის დამტკიცებული თემატიკისა და აკადემიური წერის საუნივერსიტეტო სტანდარტების შესაბამისად და მისი მიზანია გამოკვეთოს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, მეცნიერებისა და განათლების ენის ფუნქციონირების ასპექტები, განუვითაროს სტუდენტს ქართული ენის აკადემიური მიზნებისთვის გამოყენების უნარი; გააცნოს საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული აკადემიური წერის პრინციპები, აკადემიურ სივრცეში საჭირო სხვადასხვა ტიპის წერილობითი ნაშრომის (ესე, რეფერატი, სამეცნიერო ნაშრომი, სტატია, საბაკალავრო ნაშრომები და ა. შ.) შექმნის ხერხები და საშუალებები; კურსი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, დაეუფლონ არგუმენტისა და კონტრარგუმენტის სწორად ფორმულირებას, მიზნისათვის შესაფერისი სტილის შერჩევას, ენის ნორმალიზაციის ძირითად საკითხებს, ფუნქციური სტილებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციის გზებს; გამოიმუშაონ აკადემიური და სამეცნიერო ტექსტის შექმნის უნარები; აითვისონ დარგობრივი ტერმინთშემოქმედების ძირითადი პრინციპები და მექანიზმები, გაიაზრონ ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია, მისი თანამედროვე მდგომარეობა, გაეცნონ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით შექმნილ ქართული ენის ციფრულ რესურსებს და შეძლონ მათი გამოყენება აკადემიური მიზნებისთვის.
- Teacher: მარიამ მანჯგალაძე
- Teacher: გიული შაბაშვილი
