შუალედური გამოცდა
შუალედური გამოცდა მოიცავს ორ კითხვას, რომელზეც პასუხი უნდა გასცეთ არგუმენტირებული ესეს ფორმატით.
თითოეული კითხვა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე ფასდება მაქსიმუმ 15 ქულით:
15-14 ქულა - პასუხი სრულია. საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული როგორც შინაარსობრივი, ისე არგუმენტაციის თვალსაზრისით;
13-11 ქულა - პასუხი ნაწილობრივ სრულია. საკითხი მეტწილად კარგად არის გამოცემული;
10-8 ქულა - პასუხი არასრულია. საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული, მაგრამ აქვს ნაკლოვანებები შინაარსობრივი და/ან არგუმენტაციის თვალსაზრისით;
7-5 ქულა - პასუხი ძირითადად არასრულია. საკითხი არ არის დამაკმაყოფილებლად გადმოცემული;
4-1 ქულა - პასუხი ძირითადად არასრულია. საკითხი არ არის დამაკმაყოფილებლად გადმოცემული.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არ არის მოცემული.
შუალედური გამოცდის კითხვები გამოჩნდება 29 აპრილს 12:00 საათზე. გამოცდის ხანგრძლივობა არის 2 საათი.