სალექციო თემატიკა:
„ვარლაამ და იოასაფის“ ავტორობის პრობლემა: პირველწყაროები და მეცნიერული თვალსაზრისები.
დასამუშავებელი ლიტერატურა:
1. ე. ხინთიბიძე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისთვის, 1982, გვ. 263-288.
2. ე. ხინთიბიძე, ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, გვ. 17-21.
3. ე. ხინთიბიძე, „კიდევ ერთი ახლებური თვალსაზრისი „ვარლაამ და იოასაფის“ ავტორობის საკითხზე“: ჟურნ. „მაცნე“, 2003, გვ. 52-78.
საკითხთა ჩამონათვალი: „ბალავარიანის“ ფაბულის მოგზაურობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ; „ვარლაამ და იოასაფის“ გავრცელება XII-XVI საუკუნეების ევროპაში; ქართული, ბერძნული და ლათინური პირველწყაროები „ვარლაამ და იოასაფის“ ბერძნული რედაქციის შექმნაზე. ზოტენბერგის, პეეტერსის, დელგერისა და კაჟდანის თვალსაზრისები „ვარლაამ და იოასაფის“ ბერძნული რედაქციის შექმნაზე.