სალექციო თემატიკა: 1. ქართველ ავტორთა თხზულებანი ბიზანტიურ მწერლობაში; 2. გრიგოლ ბაკურიანისძე „პეტრიწონის მონასტრის წესდება“. „სიბრძნე ბალავარისი“ და „წმიდა იოადასაფის ცხოვრება“. 3. გვიანდელი შუასაუკუნეების ევროპის ხალხთა პოპულარული თხზულება „ვარლაამ და იოასაფის ამბავი“.
დასამუშავებელი ლიტერატურა:
1. ე. ხინთიბიძე, „ბიზანტიურ - ქარტული...“, 1969 წ., გვ. 22-28.
2. ე. ხინთიბიძე, „ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, 2003, გვ. 18-21, 190-191; 226-228.
საკითხთა ჩამონათვალი: 1. ათონის ბერძნულ ხელნაწერებში დაცული ზოგიერთი თხზულების შესაძლებელი ან სავარაუდო კავშირი ქართველ მოღვაწეებთან; გრიგოლ ბაკურიანისძის ბიოგრაფია; პეტრიწონის მონასტერი; გრიგოლ ბაკურიანისძის ტიპიკონი ანუ წესდება; გრიგოლის ეროვნული სულისკვეთება; გრიგოლის ეროვნული სადაურობის პრობლემატიკა. 2. „ბალავარიანის“ ორი ქართული რედაქცია და მათი ერთმანეთთან მიმართება. „სიბრძნე ბალავარისი“ (შინაარსი), „ბალავარიანის“ იგავები. „ბალავარიანის“ პირველი ქრისტიანული რედაქცია ამ აღმოსავლური ამბისა. „ვარლაამ და იოასაფის ამბავი“ ევროპულ მწრლობაში. „ვარლაამ და იოასაფის“ ავტორობის შესწავლის მეთოდოლოგიის საკითხები.