სახელმწიფოს დემოკრატიის ხარისხისა და წარმატებული ყოფის ერთ-ერთი საზომი ისიცაა, რამდენად ექცევა ყურადღება ბავშვთა უფლებების დაცვას. წინამდებარე კურსის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს, შეძლონ მასმედიაში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების ისე გაშუქება, რომ მასალა შეესაბამებოდეს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს, ასევე, იცავდეს ბავშვთა უფლებებს. კურსის ძირითადი მიზანი ახალგაზრდა ჟურნალისტების ისეთი თაობის ჩამოყალიბებაა, რომელთაც შეეძლებათ მედიაში ბავშვთა საკითხებზე ადეკვატური, არადისკრიმინაციული, ხარისხიანი მასალების შექმნა.
ჩვენს მედიაში არსებული ბავშვებთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მაგალითების შესწავლა-ანალიზი დაეხმარება ახალგაზრდებს, გაიწაფონ მონიტორინგის უნარები და არსებული გამოცდილების,პროფესიული სტანდარტისა და სამართლებრივ-ეთიკური ნორმების გათვალისწინებით თავიანთი ორიგინალური მასალა შექმნან.