პედაგოგიკის კურსი ორიენტირებულია მომავალი მასწავლებლისა და ზოგადად განათლების მუშაკის პედაგოგიური კულტურის განვითარებაზე, რაც გულისხმობს თეორიული ცოდნისა და საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას.

სასწავლო კურსის მიზანია:

  • გააცნოს სტუდენტს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი თავისებურებები და შეუქმნას მას წარმოდგენა პედაგოგიკის მეცნიერების ყოფითი, პრაქტიკული როლის შესახებ სასკოლო პრაქტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  • სტუდენტმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები;
  • გააცნობიეროს პედაგოგიკის ძირითადი კატეგორიის – აღზრდის მიზნისა და ამოცანების მიმართება ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან;
  • გააანალიზოს აღზრდის, განათლებისა და სწავლების მნიშვნელობა პიროვნების ფორმირების პროცესში;
  • საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს დიდაქტიკა – განათლებისა და სწავლების თეორია, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების არსი და თავისებურება; გააცნოს სწავლა/სწავლების პროცესის ძირითადი პრინციპები, მეთოდები და ტექნოლოგიები, ორგანიზაციის ფორმები, შემოწმებისა და შეფასების თანამედროვე ხერხები და მეთოდები.