კულტურული კოგნიცია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის - "ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)" III დონის სავალდებულო საგანია. 

კურსის ფარგლებში ჩვენ ერთად გავეცნობით კულტურულ კოგნიციასთან დაკავშირებულ რამდენიმე ცენტრალურ საკითხს:

  • კულტურის კოგნიტური რეკონცეპტუალიზაციის მცდელობებს და მასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ სამეცნიერო პრობლემებს;
  • ინტერდისციპლინურ საინტერპრეტაციო მოდელებს, რომლებიც ხსნიან კულტურის მონაწილეობას უმაღლესი ფსიქიკური პროცესების ფუნქციონირებაში;
  • კულტურული კოგნიციის დამადასტურებელ ფაქტებს ფსიქოლოგიური და ანთროპოლოგიური სფეროებიდან. ასევე, ფილოსოფიური აზრობრივი ექსპერიმენტების, ლინგვისტიკის, თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიური კვლევების, ხელოვნური ინტელექტისა და კოგნიტური მეცნიერებების რელევანტურ მონაცემებს;
  • კულტურული კოგნიციის აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს და მის კვლევასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებს.

კურსის გავლის შემდეგ თქვენ უნდა შეძლოთ კულტურული კოგნიციის რელევანტური სამეცნიერო პრობლემის დასმა, მისი ფსიქოანთროპოლოგიური კვლევისთვის მეთოდის შერჩევა და თეორიული საინტერპრეტაციო მოდელის/თეორიული ჩარჩოს შექმნაზე მუშაობა.