კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს პათოფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგიის დარგი, მისი განვითარების ისტორია, პათოლოგიური ქცევის არსი, შეფასება და დიაგნოსტირება, დარგში გამოყენებული კვლევის მეთოდები. ასევე, კურსი აცნობს სტუდენტებს ფსიქოლოგიური აშლილობების კლასიფიკაციის პრინციპებს და არსებულ საკლასიფიკაციო სისტემებს; პათოლოგიისადმი ინტეგრაციული მიდგომის ჩარჩოში აწვდის ბაზისურ ცოდნას ისეთი ფსიქოლოგიური აშლილობების შესახებ, როგორიცაა შფოთვითი, სტრესთან დაკავშირებული, გუნება-განწყობილების, სომატური სიმპტომის, დისოციაციური, კვების, ძილ-ღვიძილის, სექსუალური, გენდერული იდენტობისა და პიროვნული აშლილობები

კურსის მიზანია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კვალიფიციური ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა გამოცდილებითი სწავლა-სწავლების სფეროში. სემესტრის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან გამოცდილებითი სწავლების მეთოდებს, დაეუფლებიან პრაქტიკული სამუშაოს დამოუკიდებლად ჩატარებას, ასევე დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რომლითაც ადვილად შეძლებენ ჩაერთონ სწავლა/სწავლების პროცესში.

გარემოს ფსიქოლოგია განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის არჩევითი კურსია. ის შეისწავლის ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებას, გარემოს გავლენას ადამიანის კოგნიციასა და ქცევაზე. კურსის მონაწილეები გაეცნობიან გარემოს ფსიქოლოგიის თეორიებს და კვლევის მეთოდებს, გარემოში ადამიანის აქტიობის ფსიქოლოგიურ დეტერმინანტებს. საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებული იქნება დასწრება, პრეზენტაციები, საბოლოო გამოცდისა შედეგები.