თემის მოკლე მიმოხილვა:-
რუსული ისტორიული მეცნიერების განვითარება საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პირველ ათწლეულში პირობითად შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს. პირველი ეტაპი მოიცავს სამოქალაქო ომის და უცხოურ სამხედრო ინტერვენციის წლებს (1917-1920 წწ) და ხასიათდება სერიოზული კვლევის პრაქტიკული არარსებობით. მეორე ეტაპი შემოიფარგლება ნეპის პერიოდით და დაკავშირებულია პოლემიკის დაწყებასთან ახალად გამომცხვარ მარქსისტული მიმართულების ისტორიკოსებსა და ძველი სკოლის ისტორიკოსებს შორის, რომლებსაც მოიხსენიებენ როგორც ბურჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული. უკვე შემდგომი ეტაპი თარიღდება 1928-31 წწ. ის დაკავშირებულია არამარქსისტული ისტორიოგრაფიის საბოლოო განადგურებასთან, ისტორიის მარქსისტული გაგების აშკარად შესამჩნევ კრიზისთან და ისტორიული ცოდნის უნიფიკაციის პროცესის დასაწყისთან.
თემაში განხილულია შემდეგი საკითხები:
,,წვრილბურჟუაზიული ისტორიული მეცნიერება“;
,,მეთოდოლოგიის საკითხი რუსულ ისტორიულ ნაშრომებში“;
,,ფეოდალიზმის ეპოქის რუსეთის ისტორიის შესწავლა“;
,,განმანთავისუფლებელი ბრძოლების პრობლემა 20-იანი წლებში“;