Consultez le glossaire à l'aide de cet index

Spécial | A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | Q | R | S | T | U | V | W | X | Y | Z | Tout

ნკ

კართაგენი

par ნინო კვირიკაშვილი, Sunday 28 March 2010, 22:36
 
კართაგენი, (ლათ. Carthago; ბერძნ. Καρχηδων = Karchē'dōn) ანტიკური ქალაქი-სახელმწიფო ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე. წარმოიშვა ტვიროსელ ფინიკიიელთა სავაჭრო კოლონიის ადგილას (ამჟამინდელი ტუნისის ყურე)დაახლოებით ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, სავაჭრო კოლონიათა ფართო ქსელმა განამტკიცა კართაგენის ბატონობა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო გზებზე.


ნკ

ფინიკია

par ნინო კვირიკაშვილი, Sunday 28 March 2010, 22:41
 

ფინიკია ( ბერძნ. φοινως, ფოინიკე, „მეწამულის ქვეყანა“) — უძველესი ქვეყანა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ (ე.წ. ლევანტის) სანაპიროზე მდებარეობდა (თანამედროვე ლიბანის, სირიისა და ისრაელის ტერიტორიებზე).

ფინიკიელებმა მძლავრი ცივილიზაცია შექმნეს სხვადასხვა განვითარებული დარგით — საზღვაო ვაჭრობა იქნებოდა თუ მაღალი კულტურა.

ფინიკიური ცივილიზაციის აყვავების პერიოდია ძვ. წ. 1200—800 წლები. ძვ. წ. VI საუკუნეში ფინიკია სპარსებმა დაიპყრეს, ხოლო ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა.