Consultez le glossaire à l'aide de cet index

Spécial | A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | Q | R | S | T | U | V | W | X | Y | Z | Tout

ნკ

ამორეველები

par ნინო კვირიკაშვილი, Sunday 28 March 2010, 20:34
 
ამორეველები ძვ. წ. აღ. III-II ათასწლეულში მცხოვრები სემიტი ხალხია, რომლებიც ძირითადად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. III ათასწლეულის მიწურულს მათ მდ. ევფრატის დასავლეთი სანაპიირო დაიკავეს და იქ დასახლსნენ. მათ მჭიდრო დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ სირიასა და მესოპოტამიაში არსებულ ქალაქ-სახელმწიფოებთან.
ძვ. წ. აღ. 2000-1600 წ. ისინი რეგიონში დომინანტებად იქცნენ და სახელმწიფოს სათავეებში ხშირად ექცეოდნენ. ამორეველთა ყველაზე ცნობილი მეფეა ხამურაბი.
II ათასწლეულის მიწურულს ამორეველებმა ქანაანისკენ გადაინაცვლეს, სადაც ხშირად უხდებოდათ ბრძოლა ებრაელებთან.
უკანასკნელი ცნობები ამორეველთა შესახებ ძვ. წ. აღ. VI საუკუნეს განეკუთვნება.