Consultez le glossaire à l'aide de cet index

Spécial | A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | Q | R | S | T | U | V | W | X | Y | Z | Tout

ნკ

ებლა

par ნინო კვირიკაშვილი, Saturday 27 March 2010, 10:10
 

XX ს.-ის 60-იან წლებში იტალიელმა არქეოლოგებმა თანამედროვე სირიის ჩრდ.-დასავლეთით აღმოაჩინეს ქალაქ ებლას ნანგრევები. ებლა ალეპოს სამხრეთით 53 კმ.-ში მდებარეობდა და როგორც ჩანს, საკმაოდ მსხვილ კომერციულ ერთეულს წარმოადგენდა ძველ აღმოსავლეთში.
მას სავაჭრო კავშირები ჰქონდა არა მხოლოდ შუმერებით დასახლებულ მესოპოტამიასთან, არამედ ეგვიპტესთანაც, რასაც არაერთი აღმოჩენილი წარწერა თუ ტექსტი მოწმობს.
მკვლევართა აზრით, ებლა დაარსეს ებლაიტებმა, სემიტური წარმოშობის უძველესმა ხალხმა, რომლებიც თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე არაბეთის ნეხევარკუნძულის სამხ.-აღმოსავლეთიდან დაახლოებით ძვ. წ. აღ.-ის IV ათასწლეულის შუა პერიოდში გადასახლდნენ.
როგორც ჩანს, პირველი სერიოზული დარტყმა ძლევამოსილ ებლას აქადის მეფემ – სარგონ დიდმა მიაყენა ძვ. წ. აღ—ით XXIII ს.-ში; მისმა შვილიშვილმა კი – ნარამ სუენმა საბოლოოდ დასცა იგი.