მუალაკები

მუალაკები ისლამამდელი არაბული პოეზიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი წარმოადგენს ჩვ. წ. აღ. V საუკუნის დასასრულის – VII საუკუნის დასაწყისის პოეტების რჩეულ კასიდთა კრებულს. მუალაკების კრებული, ისლამამდელი პოეზიის სხვა ნიმუშბთან ერთად იმ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც ხანგრძლივი დროით განსაზღვრეს მომდევნო ხანის არაბული პოეზიის ხასიათი, თემატიკა, ფორმა. მუალაკებში ასახულია ისლამამდელი არაბთა სულიერი თუ ყოფითი კულტურა, ბუნებრივი გარემო, რწმენები, წეს–ჩვეულებები, ტომობრივი ურთიერთობა.
ისლამამდელი ცნობილი პოეტები არიან: იმრუ ლ–კაისი, ტარაფა, ზუჰაირი, ლაბიდი, ამრ იბნ ქულსუმი, ანთარა, ჰარის იბნ ჰილიზა,ნაბიღა ზუბიანელი, ალ–აშა, აბიდ იბნ ალ–აგრასი.

წყარო
ნ. ფურცელაძე, მუალაკები, თბილისი, 1985

» გლოსარიუმი