ლექსიკონი (Lexikon, Wörterbuch)

წიგნი ან მონაცემთა ბაზა, სადაც გარკვეული თანმიმდევრობით (ანბანურად, სისტემურად, კატეგორიების მიხედვით) დალაგებულია ამა თუ იმ ენის სიტყვები/გამოთქმები ან რომელიმე დარგის ცნებები და მოცემულია მათი განმარტება.

არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ლექსიკონი. ენების რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ ერთენოვან, ორენოვან და მრავალენოვან ლექსიკონებს; ლექსიკური ფონდის ტიპის მიხედვით – დიალექტების, სასაუბრო ენის, სალიტერატურო (სტანდარტული) ენის, სოციოლექტურ (მაგ. ახალგაზრდული ჟარგონის), სასაუბრო ენის, ძირითადი სასაუბრო ლექსიკის (Grundwortschatz), თანამედროვე ენის, ძვ. ზემოგერმანულის, საშ. გერმანულის და მსგ. ლექსიკონებს; აღწერილი ენობრივი ნიშნების დონეების მიხედვით – ორთოგრაფიულ, ორთოეპიურ, მორფოლოგიურ, განმარტებით და მისთ. ლექსიკონებს; აღწერილ ნიშანთა ურთიერთმიმართების მიხედვით – ცნებების, ომონიმების, სინონიმების, ანტონიმების და მსგ. ლექსიკონებს; მეთოდური, თეორიული საფუძვლების მიხევით – სემასიოლოგიურ, ონომასიოლოგიურ, სინქრონულ, დიაქრონულ, ეტიმოლოგიურ ლექსიკონებს; ლექსიკონის ადრესატთა მიხედვით სასკოლო, დიდაქტიკურ, პროფესიულ და ა,შ. ლექსიკონებს.

» ლექსიკოლოგიური ცნებების ლექსიკონი