მნიშვნელობა (Bedeutung)

ვიწრო გაგებით სიტყვებთან, ან სხვადასხვა სახის ენობრივ ერთეულებთან დაკავშირებული მენტალური ინფორმაცია. ფართო გაგებით მნიშვნელობა ბევრ ასპექტს მოიცავს:

· აღსანიშნი ობიექტი (ექსტენსია),

· ცნებითი ინფორმაცია აღსანიშნი ობიექტის შესახებ (ინტენსია)

· სისტემური ღირებულება - მიმართება სხვა ენობრივ ნიშნებთან

· მნიშვნელობის მიმართება ენის მომხმარებლებთან (მოსაუბრეებთან, მსმენელებთან),

· საკომუნიკაციო ფუნქცია (ინფორმაცია მთქმელის ინტენციის შესახებ),

· საკომუნიკაციო გარემო და მისთ.


იხ.ლექსიკური მნიშვნელობა, კომპოზიციური მნიშვნელობა

» ლექსიკოლოგიური ცნებების ლექსიკონი