მენტალური ლექსიკონი (mentales Lexikon)

ლექსიკური ცოდნის პრეზენტაცია ადამიანის გონებაში (ხანგრძლივ მეხსიერებაში).

მენტალური ლექსიკონი ლექსიკოგრაფიული პროდუქტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ის გაცილებით უკეთ არის ორგანიზებული. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა წამის მეათასედში საჭირო სიტყვის პოვნა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. ლექსიკონებისაგან განსხვავებით სიტყვები მარტო ბგერადობისა და წერილობითი ფორმების მიხედვით არაა ორგანიზებული. აქ მნიშვნელობაც ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან ხშირად ხდება, რომ მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვები ერთმანეთში ერევათ. მენტალური ლექსიკონი ზომა შეზღუდული არ არის, პირიქით შეიძლება მუდმივად გაფართოვდეს. ის რაოდენობრივად გაცილებით მეტს მოიცავს ვიდრე ჩვეულებრივი ლექსიკონი.

» ლექსიკოლოგიური ცნებების ლექსიკონი