მეტონიმია

კონტექსტური არაერთმნიშვნელობის, მნიშვნელობის კონტექსტური ცვლილების ერთ–ერთი ფორმა. მნიშვნელობის მეტონიმური ცვლილება გულისხმობს რაიმე ცნების რეფერენტის (აღსანიშნის) ჩანაცვლებას მასთან დაკავშირებული ცნებებით. (უნივერსიტეტი–ინსტიტუცია ან უნივერსიტეტი–შენობა).
კონტექსტური არაერთმნიშვნელობის ეს ტიპი ფართოდ არის გავრცელებული. განვიხილოთ მაგალითად სიტყვა უნივერსიტეტის ინტერპრეტაციის შესაძლებლობები:

(1)
ა) ჩვენი უნივერსიტეტი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს.
ბ) უნივერსიტეტმა ჰუმანიტარული ფაკულტეტი გააუქმა
გ) უნივერსიტეტი ისევ 14 ოქტომბერს იწყება.

(1ა) წინადადადებაში უნივერსიტეტი აღნიშნავს კონკრეტულ შენობას ან შენობათა კომპლექსს, (1ბ)–ში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ხოლო (1გ)–ში – სემესტულ სწავლებას უნივერსიტეტში. პოლისემიასთან საქმე ამ შემთხვევაშიც არ გვაქვს. ის რომ სიტყვა უნივერსიტეტის ამდენი სახის ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, განპირობებულია თვითონ ცნების თავისებურებით. თუ 1ლ მაგალითს უფრო მეტად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ უნივერსიტეტი ყველა შემთხვევაში ისეთი რამეს აღნიშნავს რაც თვითონ უნივერსიტეტის განეკუთვნება (რასაც უნივერსიტეტის ცნება მოიცავს).

» ლექსიკოლოგიური ცნებების ლექსიკონი