მეტაფორა (Metapher)

კონტექსტური არაერთმნიშვნელობის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც ხდება ერთი ფენომენის სემანტიკური კომპონენტების გადატანა მეორეზე გარკვეული თავისებურებების უკეთ ხაზგასასმელად, მაგალითად (1) წინადადებაში ძაღლის სემანტიკური მახასიათებელი „ყეფა“, „ყეფის უნარი“ გამოყენებულია ლეიტენანტის „მჭექარე“ და დიდი ალბათობით არასასიამოვნო მეტყველების დასახასიათებლად:
(1) Der Feldwebel bellte seine Kommandos.

მეტაფორა გულისხმობს ამოსავალი სფეროდან (Herkunftsbereich) ცნებების სესხებას, მეორე, ძირითადი სფეროს (Zielbereich) საგნების ან მოვლენების დასახასიათებლად.

» ლექსიკოლოგიური ცნებების ლექსიკონი