ლექსიკური მნიშვნელობა (გერმ. Lexikalische Bedeutung, Wortbedeutung)

1. სიტყვის კონტექსტისგან დამოუკიდებელი, მენტალურ ლექსიკონში შენახული მნიშვნელობა; სისტემური, სალექსიკონო მნიშვნელობა.

2. მნიშვნელობა, ცნება, რომელიც არ არის მიღებული ცალკეული ლექსიკური ელემენტის კომბინაციის შედეგად. ლექსიკური მნიშვნელობა ამ გაგებით შეიძლება დამახასიათებლია იყოს მხოლოდ ცალკეული ლექსემებისთვის, არამედ ზოგიერთი მყარი შესიტყვებისთვისაც, როგორიცაა მაგალითად გერმ. Kleiner Zeh (ფეხის ნეკი)Flinte ins Korn werfen (დანებება), grauer Star (ცნება) – თითოეულ ამ შესიტყვებას, რომელსაც ასევე მრავალსიტყვიან ლექსემებს (Mehrwortlexem) უწოდებენ, ერთი კონკრეტული ცნება და აღსანიშნი ობიექტი, შესაბამისად ერთი ლექსიკური მნიშვნელობა შეესატყვისება.

» ლექსიკოლოგიური ცნებების ლექსიკონი