ლექსიკური სემანტიკა (გერმ. Lexikalische Semantik, Wortsemantik)

ლექსიკოლოგიისა და სემანტიკის ქვედისციპლინა, რომლის შესწავლის საგანს სიტყვის კონტექსტისგან დამოუკიდებელი ლექსიკური მნიშვნელობა წარმოადგენს. ლექსიკურ სემანტიკას ევალება ცალკეული ლექსემების მნიშვნელობათა აღწერა და ასევე ამ მნიშვნელობათა შორის ურთიერთმიმართების განსაზღვრა.

» ლექსიკოლოგიური ცნებების ლექსიკონი