Sunday 19 May 2024, 11:14
Site: ელექტრონული სწავლების პორტალი
Cours: სემიტური ენები (დამხმარე კურსი) (სემიტური ენები (დამხმარე კურსი))
Glossaire: გლოსარიუმი
ნკ

მუალაკები

par ნინო კვირიკაშვილი, Wednesday 31 March 2010, 12:56
 
მუალაკები ისლამამდელი არაბული პოეზიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი წარმოადგენს ჩვ. წ. აღ. V საუკუნის დასასრულის – VII საუკუნის დასაწყისის პოეტების რჩეულ კასიდთა კრებულს. მუალაკების კრებული, ისლამამდელი პოეზიის სხვა ნიმუშბთან ერთად იმ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც ხანგრძლივი დროით განსაზღვრეს მომდევნო ხანის არაბული პოეზიის ხასიათი, თემატიკა, ფორმა. მუალაკებში ასახულია ისლამამდელი არაბთა სულიერი თუ ყოფითი კულტურა, ბუნებრივი გარემო, რწმენები, წეს–ჩვეულებები, ტომობრივი ურთიერთობა.
ისლამამდელი ცნობილი პოეტები არიან: იმრუ ლ–კაისი, ტარაფა, ზუჰაირი, ლაბიდი, ამრ იბნ ქულსუმი, ანთარა, ჰარის იბნ ჰილიზა,ნაბიღა ზუბიანელი, ალ–აშა, აბიდ იბნ ალ–აგრასი.

წყარო
ნ. ფურცელაძე, მუალაკები, თბილისი, 1985

ნკ

ქითაბ ალ–აღანი

par ნინო კვირიკაშვილი, Friday 9 April 2010, 20:10
 
ქითაბ ალ–აღანი – "სიმღერების წიგნი", ლექსების ენციკლოპედიურო ხასიათის კრებული, რომელიც შეკრიბა –VIII-IX საუკუნეებში მოღვაწე აბუ ლ–ფარჯ ალ–ისფაჰანიმ და საკუთარი ლექსებიც დაურთო.
კრებული საკმაოდ ვრცელია– მოიცავს დაახლოებით 10 000 გვერდს

ნკ

ყურანი

par ნინო კვირიკაშვილი, Thursday 1 April 2010, 11:31
 
ყურანი (არაბ. القرآنر al-qurʾān ) -მუსლიმთა წმინდა წიგნი, ისლამის დოგმებისა და დებულების კრებული, ისლამის ფუძემდებლისმუჰამედის მიერ წინასწარმეტყველური ზეშთაგონებისა და აღტკინების დროს (მექასა და მედინაში) წარმოთქმული ქადაგებები. დაწერილია არაბულ ენაზე. შედგება 114 სურებისაგან.