Tuesday, 21 May 2024, 8:32 PM
Site: ელექტრონული სწავლების პორტალი
Course: სემიტური ენები (დამხმარე კურსი) (სემიტური ენები (დამხმარე კურსი))
Glossary: გლოსარიუმი
Ე
ნკ | ედესა | |
---|---|---|
ქალაქი ედესა, მესოპოტამიური ცივილიზაციის ერთ–ერთი უმთავრესი კერა. მდებარეობდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ–აღმოსავლეთით დღევანდელი ქალაქ ურფას ტერიტორიაზე. |
ნკ | ელეფანტინის ხელნაწერები | |
---|---|---|
კუნძულ ელეფანტინზე (მდ. ნილოსზე, ნუბიის საზღვართან) აღმოჩენილი უძველესი ებრაული ხელნაწერების კოლექცია, რომელიც ძვ. წ. აღ. V ს.–ით თარიღდება. |
Მ
ნკ | მაყლულა | |
---|---|---|
სოფელი სირიაში, რომელიც დამასკოს ჩრდილოეთით მდებარეობს. მკვიდრი მოსახლეობა საუბრობს აღმოსავლურ – არამეულ დიალექტზე. |
Ნ
ნკ | ნაბატეა | |
---|---|---|
ნაბატეველთა სახელმწიფო, რომელიც სინასა და არაბეთის ნახევარკუნძულების შორის მდებარეობდა ანტიკურ ხანაში. ჩრდილოეთით მას იუდეას სამეფო ესაზღვრებოდა, სამხ.–აღმოსავლეთით კი – ეგვიპტე. ნაბატეველთა სამეფოს დედაქალაქი იყო პეტრა. ახ. წ. აღ. 106 წ. ნაბატეა რომაელებმა დაიპყრეს |
Პ
ნკ | პალმირა | |
---|---|---|
პალმირა სირიის ტერიტორიაზე ერთ–ერთ ცენტრალურ ქალაქს წარმოადგენდა, რომელიც დამასკოს ჩრდ.–აღმოსავლეთით მდებარეობდა. ბაბილონურ ტექსტებში იგი მოხსენიებულია სემიტური სახელწოდებით – თადმორ/თადმურ/თუდმურ – რაც ამორეულ ენაზე ნიშნავს "ქალაქი, რომელიც იგერიებს მტერს", ხოლო არამეულად – "დაუმარცხებელი ქალაქი". ბიბლიაში, ქრონიკათა მეორე წიგნში, იგი მოხსენიებულია, როგორც უდაბნოს ქალაქი, რომელიც მეფე სოლომონმა ააშენა. |