ოთხშაბათი, მაისი 1 2024, 12:21 PM
საიტი: ელექტრონული სწავლების პორტალი
კურსი: სემიტური ენები (დამხმარე კურსი) (სემიტური ენები (დამხმარე კურსი))
ლექსიკონი: გლოსარიუმი
ნკ

ედესა

ნინო კვირიკაშვილი - ორშაბათი, მარტი 29 2010, 4:56 PM-ით
 
ქალაქი ედესა, მესოპოტამიური ცივილიზაციის ერთ–ერთი უმთავრესი კერა. მდებარეობდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ–აღმოსავლეთით დღევანდელი ქალაქ ურფას ტერიტორიაზე.

ნკ

ელეფანტინის ხელნაწერები

ნინო კვირიკაშვილი - სამშაბათი, მარტი 30 2010, 9:40 AM-ით
 
კუნძულ ელეფანტინზე (მდ. ნილოსზე, ნუბიის საზღვართან) აღმოჩენილი უძველესი ებრაული ხელნაწერების კოლექცია, რომელიც ძვ. წ. აღ. V ს.–ით თარიღდება.

ნკ

მაყლულა

ნინო კვირიკაშვილი - ორშაბათი, მარტი 29 2010, 5:58 PM-ით
 
სოფელი სირიაში, რომელიც დამასკოს ჩრდილოეთით მდებარეობს. მკვიდრი მოსახლეობა საუბრობს აღმოსავლურ – არამეულ დიალექტზე.

ნკ

ნაბატეა

ნინო კვირიკაშვილი - ორშაბათი, მარტი 29 2010, 5:37 PM-ით
 
ნაბატეველთა სახელმწიფო, რომელიც სინასა და არაბეთის ნახევარკუნძულების შორის მდებარეობდა ანტიკურ ხანაში. ჩრდილოეთით მას იუდეას სამეფო ესაზღვრებოდა, სამხ.–აღმოსავლეთით კი – ეგვიპტე. ნაბატეველთა სამეფოს დედაქალაქი იყო პეტრა.
ახ. წ. აღ. 106 წ. ნაბატეა რომაელებმა დაიპყრეს

ნკ

პალმირა

ნინო კვირიკაშვილი - სამშაბათი, მარტი 30 2010, 9:41 AM-ით
 
პალმირა სირიის ტერიტორიაზე ერთ–ერთ ცენტრალურ ქალაქს წარმოადგენდა, რომელიც დამასკოს ჩრდ.–აღმოსავლეთით მდებარეობდა. ბაბილონურ ტექსტებში იგი მოხსენიებულია სემიტური სახელწოდებით – თადმორ/თადმურ/თუდმურ – რაც ამორეულ ენაზე ნიშნავს "ქალაქი, რომელიც იგერიებს მტერს", ხოლო არამეულად – "დაუმარცხებელი ქალაქი".
ბიბლიაში, ქრონიკათა მეორე წიგნში, იგი მოხსენიებულია, როგორც უდაბნოს ქალაქი, რომელიც მეფე სოლომონმა ააშენა.