II ათასწლეულის ენები. ებლაური ენა

საიტი: ელექტრონული სწავლების პორტალი
კურსი: სემიტური ენები (დამხმარე კურსი)
Book: II ათასწლეულის ენები. ებლაური ენა
Printed by: სტუმარი მომხმარებელი
Date: ხუთშაბათი, მაისი 2 2024, 7:20 AM

აღწერა

საუბარია ქალაქ-სახელმწიფო ებლასა და იქ მკვიდრი მოსახლეობის სასაუბრო ენის- ებლაიტურის შესახებ

ებლაური/ებლაიტური ენა

გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქალაქ ებლას ნანგრევებში აღმოჩნდა მთელი კორპუსი მანამდე მკვლევართათვის უცნობ ენაზე შესრულებული ტექსტებისა. ამ ენას ებლაური/ ებლაიტური ეწოდა. აღმოჩენილი ტექსტების (დაახ. 15 000 ფირფიტა) 80% წარმოადგენს ეკონომიკურ-ადმინისტრაციული შინაარსის დოკუმენტებს, რომლებიც უკავშირდება მიწათმოქმედებას (მათ შორის – მევენახეობას), მესაქონლეობას, ძვირფასი ქვებითა და ხე-ტყით ვაჭრობას, გადასახადების აკრეფვას, მსხვერპლშეწირვასა და სხვ. არქივში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეფის ბრძანებებსა და დიპლომატიურ კორესპონდენციებს; რაც შეეხება ლიტერატურულ თხზულებებს, მათი რაოდენობა დიდი არ არის და ძირითადად ჰიმნებსა და შელოცვებს წარმოადგენს. მეცნიერთა შორის დღემდე საკამათოა საკითხი, თუ სემიტურ ენათა რომელ შტოს მიეკუთვნება ებლაური. მკვლევართა ნაწილი მას პროტოქანაანურად მიიჩნევს, სხვათა თვალსაზრისით კი, იგი ძველი აქადურის დიალექტს წარმოადგენს და შესაბამისად, ჩრდილო-აღმოსავლურ შტოში უნდა გაერთიანდეს.