რომელი გარეენობრივი ფაქტორების მიხედვით არის გერმანული ენის ლექსიკური ფონდი დანაწევრებული?
რა სახის ნეოლოგიზმები იცით? განმარტეთ თითოეული მათგანი.
რითი განსხვავდებიან არქაიზმები ისტორიზმებისგან? მოიყვანეთ მაგალითი განმასხვავებელი ნიშნების წარმოსაჩენად.
რას გულისხმობს ცნება "ნასესხობა"?
რა ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული უცხო სიტყვების "სესხება"? რით იყო ის განპირობებული გერმანული ენის მაგალითზე?
განმარტეთ ნასესხობათა ბეცისეული კლასიფიკაციის მოდელი. რას აღნიშნავენ უცხო სიტყვები? ნასესხები სიტყვები? ინტერნაციონალიზმები? კალკები?
რას უწოდებენ გერმანული ენის სტანდარტულ ვარიანტებს? დაასახელეთ დამახასიათებელი სიტყვები თითოეული სტანდარტული ვარიანტისთვის.
გერმანული ენის კიდევ რომელ "ფორმებს" მიაკუთვნებენ (სტანდარტული ვარიანტების გარდა) რეგიონალურ (ლოკალურ) ვარიანტებს?
დაასახელეთ დიალექტიზმის რამდენიმე მაგალითი.
რა ფაქტორების მიხედვით ხდება სოციალურად მარკირებული ლექსიკის კლასიფიკაცია? დაასახელეთ მაგალითები გერმანელი ახალგაზრდებისა და ხანშიშესული ადამიანების ლექსიკიდან.
რას უწოდებენ ჰაბიტუალურ ლექსიკას? დაასახელეთ დამახასიათებეი ნიშნები ქალური მეტყველებისთვის.
რას უწოდებენ ტემპორარულ ლექსიკას? რა თავისებურებებით გამოირჩევა დარგობრივი ტერმინოლოგია.